ირაკლი ბერაია: ოპონენტების მხრიდან ვისმენდით ისეთ უსაფუძვლო გამონათქვამებს, რომელიც საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაციას ახდენს

Read Time:1 Minute, 8 Second

ჩვენმა საზოგადოებამ პრემიერის გამოსვლისას მოისმინა შედეგები და ნათლად დაინახა პროგრესი, თუმცა პროგრესისა და წარმატების კონკრეტული მაგალითების პარალელურად ჩვენ ვისმენდით აბსოლუტურად უსაფუძვლო, უშინაარსო, პოლიტიზირების მაღალი ხარისხით გაჯერებულ ისეთ გამონათქვამებს, რომელიც პირდაპირ ახდენს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაციას ოპონენტების მხრიდან, – ამის შესახებ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენი მისწრაფება ეფუძნება ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების პრინციპების დაცვისა და გაღრმავების არამხოლოდ სურვილს, არამედ შესაძლებლობას და ამ მხრივ, ჩვენი ქვეყნის უდიდეს გამოცდილებას.

„ძალიან საინტერესო იყო წარმოდგენილი ინფორმაცია, თუ როგორ უმკლავდება მთავრობა გამოწვევებს, როგორ იყენებს ქვეყნის წინაშე არსებული განვითარების შესაძლებლობებს და როგორ ახორციელებს ამბიციურ, დემოკრატიულ დღის წესრიგს.

პრემიერ-მინისტრმა ძალიან სწორად აღნიშნა, რომ დღეს საქართველო მზად არის ალიანსში გაწევრებისთვის და ამას აქვს არაერთი მკაფიო მიზეზი. ჩვენი მისწრაფება ეფუძნება ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების პრინციპების დაცვისა და გაღრმავების არამხოლოდ სურვილს, არამედ შესაძლებლობას და ამ მხრივ, ჩვენი ქვეყნის უდიდეს გამოცდილებას.

აბსოლუტურად ვიზიარებთ პრემიერ-მინისტრის სულისკვეთებას და მის მიერ ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან გაჟღერებულ ქართველი ხალხის გზავნილს, რომ საქართველო მზად არის ალიანსში გაწევრებისთვის და დადგა დრო ამ პროცესში დაწინაურდეს.

დღეს ქვეყანა დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. ამ საფრთხეების ისეთი მულტიპლიკატორები, როგორიც არის პანდემია, განაპირობებს სრულიად ახალი, ბევრად უფრო ამბიციური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას შემჭიდროებულ ვადებში, რაზეც ძალიან მკაფიოდ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ეს ასევე მოითხოვს პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციას და არა კარვებს, ვალდებულებების შესრულებასა და არა მათ იგნორირებას. ეს არის ჩვენი ქვეყანა, მასზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და გავუფრთხილდეთ“,-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალურ მოძრაობას“: იმუშავეთ არა კარვებში, არამედ პარლამენტში
Next post მიხეილ ყაველაშვილი: გარანტიას გაძლევთ, თუ საქართველოს მოსახლეობის 50% სპორტში იქნება ჩართული, ჩვენი ქვეყანა იქნება წარმატებული