დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალურ მოძრაობას“: იმუშავეთ არა კარვებში, არამედ პარლამენტში

Read Time:44 Second

“იმუშავეთ არა კარვებში, არამედ პარლამენტში” – ამ სტყვებით ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს მიმართა.

„ამ დარბაზში ხშირად ვისმენთ ძალიან ბევრ სიცრუეს და გასაკვირი არც ის იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრი საქმეზე საუბრობდა და ჩვენი ოპონენტები ძირითადად იყვნენ უსაგნო ბრალდებებით, ტყუილის ტირაჟირებით დაკავებულები და ამით ცდილობდნენ მოსახლეობის ყურადღება წინასაარჩევნოდ მიექციათ. სიცრუით არ უნდა იცხოვროთ. იმუშავეთ არა კარვებში, არამედ პარლამენტში“, – ასე მიმართა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ რიგგარეშე სესიის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენა რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურის მიხედვით მიმდინარეობს. „ყველა მიმართებით არის პრობლემები და სამუშაო, მაგრამ თქვენ რასაც ხატავთ, თითქოს აპოკალიფსია და ქვეყანა იქცევა, არა. ქვეყანა პოზიტიურად ვითარდება და პანდემიის დროსაც ეს პოზიტიური დინამიკა გარკვეულად შეფერხდა. ჩვენ შევძლებთ რომ დავძლიოთ, მაგრამ თქვენც უნდა გქონდეთ ამის სურვილი, არ უნდა გაცდეთ რეალობას. გულწრფელობა, ობიექტურობა, ღირსება არ უნდა მიყვებოდეს სავარძელს და სადაც ხართ, ყველგან უნდა ფლობდეთ ამ ჩვევებს“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე: ჩვენი ოპოზიცია სულ უფრო მეტად ემსგავსება სარეკლამო რგოლს „წუნია კაცთან“ დაკავშირებით
Next post ირაკლი ბერაია: ოპონენტების მხრიდან ვისმენდით ისეთ უსაფუძვლო გამონათქვამებს, რომელიც საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაციას ახდენს