მიხეილ სარჯველაძე: ჩვენი ოპოზიცია სულ უფრო მეტად ემსგავსება სარეკლამო რგოლს „წუნია კაცთან“ დაკავშირებით

Read Time:44 Second

ჩვენი ოპოზიცია დღითიდღე სულ უფრო მეტად ემსგავსება სარეკლამო რგოლს „წუნია კაცთან“ დაკავშირებით, რომლიც არასდროს არაფრით არის კმაყოფილი, რომელსაც არავითარი უნარი არ შესწევს, რომ რეალურად დააფასოს ის მიღწევები, რომელიც სახელმწიფოს აქვს და საგნობრივად იკამათოს ისეთ თემებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე განაცხადა.

„უიშვიათესი რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ჩვენ არ მოგვისმენია ოპოზიციის მხრიდან რაიმე საგნობრივი, რაიმე საქმიანი განცხადება ანგარიშთან დაკავშირებით, რაიმე, რაც შესთავაზებდა მოსახლეობას თუნდაც იოტისოდენა განსხვავებულს, რომელიც იქნებოდა უკეთესი.

ასეთ დისკუსიას ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც დიდი პერსპექტივა და გასაქანი საქართველოში არ უნდა ჰქონდეს. ალბათ, მეტი მოლოდინი არც უნდა გვქონოდა ოპოზიციის იმ ნაწილისგან, რომელიც დღემდე ჯიუტად ცდილობს, შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერას თავი აარიდოს, რამენაირად შეეწინააღმდეგოს ასეთი ტიპის დოკუმენტების განხორცილებას და შესაბამისად, შეინარჩუნოს საკუთარი გადმოსახედიდან და სტანდარტებიდან, ყველაზე მაღალი ტრიბუნა, რომელიც მისთვის შეიძლება შესატყვისი იყოს და ეს არის კარავი, რომელსაც რუსთაველის გამზირზე ვხედავთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: თუ რომელიმე პარტია მხარს არ დაუჭერს საარჩევნო ცვლილებებს, ეს შარლ მიშელის დოკუმენტის ძალიან უხეში დარღვევა იქნება
Next post დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალურ მოძრაობას“: იმუშავეთ არა კარვებში, არამედ პარლამენტში