ირაკლი კობახიძე: თუ რომელიმე პარტია მხარს არ დაუჭერს საარჩევნო ცვლილებებს, ეს შარლ მიშელის დოკუმენტის ძალიან უხეში დარღვევა იქნება

Read Time:28 Second

თუ რომელიმე პარტია მხარს არ დაუჭერს საარჩევნო ცვლილებებს, ეს შარლ მიშელის დოკუმენტის ძალიან უხეში დარღვევა იქნება, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ამაზე მმართველ გუნდს პოლიტიკური რეაქცია ექნება.

„შესაბამისად, ყველას მოვუწოდებთ, მხარი დაუჭირონ საარჩევნო ცვლილებებს. ბუნებრივია, ჩვენ უნდა შევაფასოთ ნებისმიერი ასეთი აქტი, ნებისმიერი ასეთი ქმედება. თუ ვინმე მხარს არ დაუჭერს ამ ცვლილებებს, ბუნებრივია, გვექნება სათანადო პოლიტიკური შეფასება“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით, გასულ კვირას მიიღო. პროექტს მხარი 95-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წევრებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი დღეს რომში, „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
Next post მიხეილ სარჯველაძე: ჩვენი ოპოზიცია სულ უფრო მეტად ემსგავსება სარეკლამო რგოლს „წუნია კაცთან“ დაკავშირებით