დავით ზალკალიანი დღეს რომში, „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

Read Time:27 Second

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს რომში, „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც თანათავმჯდომარეობას გაუწევენ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი ლუიჯი დი მაიო და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

დაგეგმილია დავით ზალკალიანის სიტყვით გამოსვლა. საგარეო საქმეთა მინისტრი ისაუბრებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე ქვეყნის ტერიტორიაზე სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, ასევე, ყურადღებას გაამახვილებს საერთაშორისო თანამეგობრობის კოორდინირებული და ერთიანი ქმედებების მნიშვნელობაზე ტერორიზმის საბოლოოდ დასამარცხებლად.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ჟოზეფ ბორელი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალუდა ღუდუშაური – ოპოზიციისა და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან სასამართლოს დისკრედიტაციის კამპანიური შტურმი მიმდინარეობს
Next post ირაკლი კობახიძე: თუ რომელიმე პარტია მხარს არ დაუჭერს საარჩევნო ცვლილებებს, ეს შარლ მიშელის დოკუმენტის ძალიან უხეში დარღვევა იქნება