ალუდა ღუდუშაური – ოპოზიციისა და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან სასამართლოს დისკრედიტაციის კამპანიური შტურმი მიმდინარეობს

Read Time:1 Minute, 17 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, სრულიად ნათელი და ცალსახაა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებისა და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან სასამართლოს დისკრედიტაციის კამპანიური შტურმი მიმდინარეობს.

„დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, რომ ეს დაინახოს ადამიანმა. ისევე როგორც სხვა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ შტოს, სასამართლოსაც აქვს უფლება, თავის დაცვის მიზნით გაააკეთოს განცხადება და განახორციელოს მოქმედება. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა სცილდებოდეს კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ჩარჩოებს. შესაბამისად, ბუნებრივია იმ კორპორაციას, რომელსაც სასამართლო ჰქვია და რომელიც არის ხელისუფლების დანაწილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დამოუკიდებელი სფერო, ასეთ შემთხვევაში, როდესაც ოპოზიციის და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან, პირდაპირ კონკრეტულ მოსამართლეებზე, მთლიან სასამართლო სისტემაზე და მართლმსაჯულებაზე ხდება შტურმი და მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია რიგ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, უნდა გაეკეთებინათ განცხადება, მაგრამ ჩვენ სრული სურათის დანახვის შემდეგ გვექნება ჩვენი პოზიცია.

რაც შეეხება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და ელჩების განცხადებებს, ჩვენ კვლავაც ვრჩებით ერთუგლი, როგორც აშშ-ის, ასევე მთლიანად ევროკავშირის და ვართ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობაში. ასევე, ჩვენი სტრატეგიული პრტნიორებისა და ელჩების მიმართ ძალიან დიდი პატივისცემით, ჩვენ გვმართებს ძალისხმევა, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ელჩებს იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე პროცესი არის სრულიად კანონიერი, სრულიად კონსტიტუციური და პირიქით, მე ვფიქრობ, არ გვაქვს ბერკეტი, რომ ხელოვნურად გავაჩეროთ და სასამართლოში კარი ჩავკეტოთ, ვთქვათ, წელიწადი და ორი წლის განმავლობაში, ვიდრე რეფორმა არ დასრულდება, მართლმსაჯულების პროცესი გავაჩეროთ. ეს არ იქნება მართებული“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მისივე განმარტებით, „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ასრულებს მიშელის დოკუმენტით აღებულ ვალდებულებას.

„ასევე გავაგრძელებთ მომავალში. იქ არ წერია, რომ წელიწად ნახევარში და ორი წლის განმავლობაში პროცესი უნდა გაჩერდეს. მართლმსაჯულების რეფორმების დასრულების თარიღი არის 2022 წელი, ამიტომ ეს არის ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი პროცესი, ასევე, გვინდა, რომ იყოს ინკლუზიური და არა ექსკლუზიური პროცესი, როგორიც მანამდე, წინა ხელისუფლების დროს“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია თურნავა ხუდონჰესზე: ვიზრუნებთ იმაზე, რომ აქტივები და პროექტი სახელმწიფოს დაუბრუნდეს
Next post დავით ზალკალიანი დღეს რომში, „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას