მამუკა მდინარაძე – ვენეციის კომისიის დასკვნა არის პოზიტიური, თუმცა, არის გარკვეული რეკომენდაციები
„საერთო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა არის პოზიტიური , თუმცა, არის გარკვეული რეკომენდაციები, მაგალითად მოადგილესთან დაკავშირებით“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნაში რაიმე არსებითი, კრიტიკული შენიშვნა, ან რეკომენდაცია, რომელიც ეწინააღმდეგება პრინციპებს, რომელიც იყო კანონმდებლობის შემუშავების მომენტში, არ არის. “ჯერ წინასწარ არ მინდა ანონსი, რას გავითვალისწინებთ და რას არა, პრინციპSი ყველა შენიშვნა არის საყურადღებო, ამასთან დაკავშირებითაც გვექნება მსჯელობა, ასევე გაიმართება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით რამდენად შესაბამისობაში უნდა მოვიდეს შარლ მიშელს შეთანხმებასთან, შევეცდებით, რომ მაქსიმალური სიზუსტით შევასრულოთ შარლ მიშელის შეთანხმება. საყურადღებო იქნება აგრეთვე ამ გადაწყვეტის დროს ვენეციის კომისიის თითოეული რეკომენდაცია. საერთო ჯამში ის არის პოზიტიური, რაიმე არსებითი კრიტიკული შენიშვნა, ან რეკომენდაცია, რომელიც ეწინააღმდეგება პრინციპებს, რომელიც იყო კანონმდებლობის შემუშავების მომენტში, ასეთი არ არის“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ვატო შაქარიშვილი: სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მათი ოფიციალური პირები მონაწილეობენ არჩეული ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ჩანაცვლების მცდელობაში
სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!!! მეტი რა უნდა მოხდეს?! ორი დღეა სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირები დგანან რევოლუციური...
მამუკა მდინარაძე: მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ. ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პერსონალურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც კატეგორიულად მოვითხოვ, რომ თუ ასეთი მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!-...
დავით ზილფიმიანი მიხაელ როთზე: მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა გრძნობები და მრწამსი
მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა...
რატი იონათამიშვილი: უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო – დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა რამდენიმე ლოკაციაზე უნდა შეკრებილიყვნენ
უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო - დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა...
მიხეილ ყაველაშვილი: ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე უარესია, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს აყენებს შეურაცხყოფას ჩვენი ეკლესიის გაკრიტიკებით
„არ დაგვავიწყდეს, რომ FARA-ს მეშვეობით გავიგეთ ჩვენ სააკაშვილის და მისი ლობისტების მიერ გადახდილი თანხების შესახებ. ახლა კი დაველოდებით ინფორმაციას იმის...
სოზარ სუბარი: ოპოზიცია ისედაც არ შემოდიოდა სამართლებრივ დებატებში და მათი იქ არყოფნა ვერაფერს დააკლებს პარლამენტის მუშაობას
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოცხადებულ საპარლამენტო ბოიკოტს. სუბარის თქმით, ოპოზიცია აქამდეც სამართლებრივ დებატებში...