ირაკლი ქადაგიშვილი – სამწუხაროა, რომ ათი წლის წინ გაკეთებული უკანონო ჩანაწერები 2021 წელს ისევ დაამონტაჟეს, ფაქტი ყველას მხრიდან განსაკუთრებულ შეფასებას იმსახურებს
გაირკვევა, რომ ჩანაწერები გაკეთებულია 2011-2012 წლის ოქტომბრის პერიოდში და ამ დროს ფარული მიყურადება ხორციელდებოდა გამოგონილი საქმეებით, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს ასეთი დანაშაული ტიპიური იყო. ქადაგიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ათი წლის წინ გაკეთებული უკანონო ჩანაწერები 2021 წელს ისევ დაამონტაჟეს და მაყურებელს დიდი მაქინაციების გზით მოაწოდეს.
„ყველა სახის მონტაჟი და კონპილაცია, რაც კი შეიძლება შესრულდეს, ამ ჩანაწერში გამოიყენეს, რათა დაინტერესებულ მხარეს შეექმნა ის სასურველი სურათი, რაც იყო მიწოდებული მაყურებლისთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალურ ცხოვრებაში ასეთ საუბარს ადგილი არ ჰქონია და ჩანაწერში ყველაფერი იყო ტყუილი. გაირკვევა ისიც, რომ ჩანაწერები გაკეთებულია 2011-2012 წლის ოქტომბრის პერიოდში და ამ დროს ფარული მიყურადება ხორციელდებოდა გამოგონილი საქმეებით. წინა ხელისუფლების დროს ასეთი დანაშაულები ტიპიური იყო. მოდელირებული ქრონიკები გახსოვთ, რაც მიზნად ისახავდა ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენას. სამწუხაროა, რომ ათი წლის წინ გაკეთებული ეს უკანონო ჩანაწერები 2021 წელს ისევ დაამონტაჟეს და მაყურებელს დიდი მაქინაციების გზით მოაწოდეს, რაც ალბათ განსაკუთრებულ შეფასებას იმსახურებს ყველას მხრიდან. ალბათ სახალხო დამცველმაც ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია უნდა გამოთქვას, შეიძლება თუ არა, ასეთი სახის გადაცემები იყოს, რომელიც არის ერთი დიდი გაყალბება და ფეიკნიუსი. ალბათ ჩვენთანაც უნდა მოვიდეს ის დრო, როცა კულტურა დამკვიდრდეს და ასეთი მასშტაბის და გაყალბების ფეიკნიუსი აღარ უნდა ხვდებოდეს საჯარო სივრცეში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...