ლევან ნიკოლეიშვილი: წარმოიდგინეთ სომხეთის იმ 15 მოქალაქისა და მათი ოჯახების სიხარული და მუდმივი მადლიერება არა მარტო ირაკლი ღარიბაშვილის, არამედ საქართველოს მიმართ
თითქმის არ არსებობს შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მიუხედავად იმისა თუ როგორ დასრულდება, რომ არ ტოვებდეს ისეთ ძალიან მძიმე შედეგს, როგორიც ტყვეებია. ეს ის ადამიანებია, რომლებიც მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩნდნენ, შედეგად პატიმრობაში ყოფნა უწევთ და არავინ იცის თუ როდის დაუბრუნდებიან საკუთარ კერას და ოჯახებს…- ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზერბაიჯანის მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება.
„ასეთ კონფლიქტებს მიეკუთვნება ყარაბახის კონფლიქტი, ცხადია მე როგორც საქართველოს მოქალაქეს და ქართველს, არც მქონდა უფლება და არც სურვილი ამ კონფლიქტში ვინმეს ან რამეს მხარეს ვყოფილიყავი, გარდა ერთისა, სწორედ იმისა, რასაც ჰქვია მშვიდობა ჩვენსა სამეზობლოში და მთლიანად კავკასიაში, და რამდენად ამაყი ვიყავი, რომ ჩვენს ხელისუფლებასაც ზუსტად იგივე პოზიცია ჰქონდა მთელი საბრძოლო მოქმედებების დროს, უფრო მეტიც არაერთი შეთავაზება- დაპირისპირებულ მხარეებთან თბილისის, როგორც ორივეს მეგობრისა და შემრიგებლის როლის გამოყენების შესახებ…
დღეს, კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ხელშეწყობითა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ!
არ შეიძლება ორ ფაქტორს არ გაუსვათ, ხაზი:
1. წარმოიდგინეთ სომხეთის იმ 15 მოქალაქისა და მათი ოჯახების სიხარული…და მუდმივი მადლიერება არამარტო ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, არამედ საქართველოს მიმართ, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, ხომ საქართვლოს პრემიერია!
2. საქართველო კი არა მარტო რადარებიდან გაქრა, რასაც მუდმივად თავზე დაგვჩხავის „ნაციონალური მოძრაობის“ „სერიოზული წარმომადგენლები“, არამედ რეგიონალური მოთამაშის სტატუსიც გააჩნია, მის პრემიერის სიტყვას და სახელს კი პატივსაც სცემენ და ანგარიშსაც უწევენ!“, – წერს ნიკოლეიშვილი.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...