ზურაბ ქადაგიძე: ჩვენი ისტორიული როლია სტაბილურობისა და მშვიდობის ბალანსის დაცვა რეგიონში

Read Time:30 Second

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პრემიერ-მინისტრის ფასილიტაციით სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას ეხმიანება და საქართველოს მთავრობის იმ ნაბიჯებს აფასებს, რომელიც საქართველოს კავკასიაში ისტორიული როლის დაბრუნებაში ეხმარება.

„სწორი, თანმიმდევრული, რაციონალური ნაბიჯებით იბრუნებს საქართველო თავის ისტორიულ როლს კავკასიაში. საამაყოა ისეთი მგრძნობიარე თემა, რასაც აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირება ჰქვია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოახერხა და პოსტკონფლიქტური დაძაბული ურთიერთობის განმუხტვისაკენ კიდევ ერთი დიდი საქმე გააკეთა – საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა სომხეთის 15 მოქალაქე.

აუცილებლად ასაღნიშნია ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის,ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა და საქართველოსთან კოორდინაციით ერთი რეგიონული პრობლემის გადაჭრა. საქართველო კავკასიის რეგიონული გასაღებია, ჩვენი ისტორიული როლია სტაბილურობისა და მშვიდობის ბალანსის დაცვა რეგიონში“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შარლ მიშელი – მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის პარალელურ ჟესტს, პირველი ნაბიჯი ნდობის განახლებისკენ
Next post ლევან ნიკოლეიშვილი: წარმოიდგინეთ სომხეთის იმ 15 მოქალაქისა და მათი ოჯახების სიხარული და მუდმივი მადლიერება არა მარტო ირაკლი ღარიბაშვილის, არამედ საქართველოს მიმართ