ლევან ნიკოლეიშვილი: წარმოიდგინეთ სომხეთის იმ 15 მოქალაქისა და მათი ოჯახების სიხარული და მუდმივი მადლიერება არა მარტო ირაკლი ღარიბაშვილის, არამედ საქართველოს მიმართ

Read Time:1 Minute, 8 Second

თითქმის არ არსებობს შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მიუხედავად იმისა თუ როგორ დასრულდება, რომ არ ტოვებდეს ისეთ ძალიან მძიმე შედეგს, როგორიც ტყვეებია. ეს ის ადამიანებია, რომლებიც მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩნდნენ, შედეგად პატიმრობაში ყოფნა უწევთ და არავინ იცის თუ როდის დაუბრუნდებიან საკუთარ კერას და ოჯახებს…- ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზერბაიჯანის მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება.

„ასეთ კონფლიქტებს მიეკუთვნება ყარაბახის კონფლიქტი, ცხადია მე როგორც საქართველოს მოქალაქეს და ქართველს, არც მქონდა უფლება და არც სურვილი ამ კონფლიქტში ვინმეს ან რამეს მხარეს ვყოფილიყავი, გარდა ერთისა, სწორედ იმისა, რასაც ჰქვია მშვიდობა ჩვენსა სამეზობლოში და მთლიანად კავკასიაში, და რამდენად ამაყი ვიყავი, რომ ჩვენს ხელისუფლებასაც ზუსტად იგივე პოზიცია ჰქონდა მთელი საბრძოლო მოქმედებების დროს, უფრო მეტიც არაერთი შეთავაზება- დაპირისპირებულ მხარეებთან თბილისის, როგორც ორივეს მეგობრისა და შემრიგებლის როლის გამოყენების შესახებ…

დღეს, კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ხელშეწყობითა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ!

არ შეიძლება ორ ფაქტორს არ გაუსვათ, ხაზი:

1. წარმოიდგინეთ სომხეთის იმ 15 მოქალაქისა და მათი ოჯახების სიხარული…და მუდმივი მადლიერება არამარტო ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, არამედ საქართველოს მიმართ, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, ხომ საქართვლოს პრემიერია!

2. საქართველო კი არა მარტო რადარებიდან გაქრა, რასაც მუდმივად თავზე დაგვჩხავის „ნაციონალური მოძრაობის“ „სერიოზული წარმომადგენლები“, არამედ რეგიონალური მოთამაშის სტატუსიც გააჩნია, მის პრემიერის სიტყვას და სახელს კი პატივსაც სცემენ და ანგარიშსაც უწევენ!“, – წერს ნიკოლეიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ ქადაგიძე: ჩვენი ისტორიული როლია სტაბილურობისა და მშვიდობის ბალანსის დაცვა რეგიონში
Next post გია აბაშიძე: საქართველოს რეგიონული მედიატორის ფუნქცია დაუბრუნდა და ამაში უმნიშვნელოვანესია პირადად ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობა