გია აბაშიძე: საქართველოს რეგიონული მედიატორის ფუნქცია დაუბრუნდა და ამაში უმნიშვნელოვანესია პირადად ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობა

Read Time:41 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფსილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„Ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და მეზობლებისთვის (ჩრდილოეთის გამოკლებით) საქართველო რეგიონული თანამშრომლობის საიმედო გასაღებად აღიქმება.

დღეს, საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბავი გახდა ცნობილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელშეწყობითა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის აქტიური ჩართულობით, განხორციელდა ჰუმანური აქტი. აზერბაიჯანმა გაათავისუფლა კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე, რომლებიც საქართველოს გავლით, საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

მსგავსი ფაქტი მიუთითებს, რომ საქართველოს რეგიონული მედიატორის ფუნქცია დაუბრუნდა და ამაში უმნიშვნელოვანესია პირადად ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობა.

საქართველოს ნადვილად გააჩნია იმის პოტენციალი, რომ რეალური წვლილი შეიტანოს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაში – რეგიონში განვითარდეს ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა, გაუმჯობესდეს პოლიტიკური და უსაფრთხოების გარემო.

ირაკლი ღარიბაშვილი – მოხარული ვარ, რომ ჩემი აქტიური ხელშეწყობითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი ოჯახებს დაუბრუნდნენ“, – წერს აბაშიძე.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან ნიკოლეიშვილი: წარმოიდგინეთ სომხეთის იმ 15 მოქალაქისა და მათი ოჯახების სიხარული და მუდმივი მადლიერება არა მარტო ირაკლი ღარიბაშვილის, არამედ საქართველოს მიმართ
Next post სოზარ სუბარი: დემოკრატიის ძირის გამოთხრა ვერ შედგა