მაია ბითაძე – ნებისმიერ პარტიას, ვიდრე „ნამახვანჰესზე“, თუ სხვა თემებზე პოპულისტურ განცხადებას გააკეთებს, მოვუწოდებ, გადახედონ იმ პერიოდს, როდესაც არ ესწრებოდნენ საკომიტეტო სხდომებს
ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, ვიდრე „ნამახვანჰესთან“, თუ სხვა თემებთან დაკავშირებით პოპულისტურ განცხადებას გააკეთებს, მოვუწოდებ, რომ გადახედონ საპარლამენტო საქმიანობის იმ პერიოდს, როდესაც არ ესწრებოდნენ საკომიტეტო სხდომებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მაია ბითაძემ კომენტარი გააკეთა ფრაქცია „ლელოს“ ინიციატივაზე, რომელმაც დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტებს მოუწოდა, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა გაიმართოს.
„ლელოს“ ეტყობა, არ აქვს ინფორმაცია საპარლამენტო საქმიანობის იმ პერიოდზე, როდესაც აცდენდნენ საპარლამენტო სხდომებს. გარემოს დაცვის კომიტეტმა დარგობრივ ეკონომიკის კომიტეტთან ონლაინტრანსლაციით საჯარო შეხვედრა გამართა, სადაც მოწვეული იყო ყველა დაინტერესებული მხარე. სწორედ ამ საკომიტეტო მოსმენის შემდეგ დაიწყო პროექტთან დაკავშირებით მეტი საჯარო ჩართულობა, მათ შორის გარემოს დაცვის კუთხით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროში. შესაბამისად, იქამდე, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პარტია რაიმე პოპულისტურ განცხადებას გააკეთებს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით და სხვა თემებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, რომ საპარლამენტო საქმიანობის იმ პერიოდს გადახედონ, როდესაც არ ესწრებოდნენ და აცდენდნენ საკომიტეტო სხდომებს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონში არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას, არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით
"ეს არის პრაქტიკულად ქართველი ხალხის გამარჯვება - აგონიაში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო კანონის კითხვა, თან გაუკუღმართებულად,” - განაცხადა გურამ...
ვეტოს პროცედურა კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია განხორციელდეს მოტივირებული შენიშვნების გარეშე – გივი მიქანაძე
საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნისა და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. მმართველი გუნდი მზად არის, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს...
ლევან ხაბეიშვილი: წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ – სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
“წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ...
მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა – რატი იონათამიშვილი
ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...