შაბათი, აპრილი 18, 2026

კახა კალაძე: ბოლო ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა სახეობის 51 871 მწვანე ნარგავი დაირგო

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სახეობის, 51 871 მწვანე ნარგავი დაირგო, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დაითესა ბალახი 157 710 კვადრატულ მეტრ ფართობზე. ნიადაგის მულჩირების სამუშაოები ჩატარდა 11 176 კვადრატულ მეტრ ფართობზე.

„დაირგო სხვადასხვა ჯიშის 418 166 ძირი სეზონური ყვავილი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 პარკსა და სკვერს.

განხორციელდა მწვანე ნარგავების ფიტოსანიტარიული კვლევა და შემდეგ წამლობა სხვადასხვა მისამართზე, 129 897 ძირ მწვანე ნარგავზე.

კონკრეტულად: განახლდა ვეტერანთა, კულტურისა და დასვენების პარკი, რომლის ფართობიც 72 100 კვადრატული მეტრია. ტერიტორიაზე, ჯამში 6 088 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.

ვარკეთილის დასახლებაში, დ. ალექსიძის ქუჩაზე არსებულ სკვერში ჩატარდა სხვადასხვა სახის სამუშაო. შედეგად 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე 1 879 ძირი ხე და 2 423 ბალახოვანი მცენარე დაირგო. ასევე, დაითესა 6 200 კვ.მ ტერიტორიაზე ბალახი.

რეაბილიტირდა ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერი, რომლის ფართობიც 7 180 კვადრატული მეტრია. დაირგო სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და დაითესა ბალახი ჰიდროთესვის პრინციპით.

განახლდა მოსკოვის გამზირზე არსებული ორკილომეტრიანი შუა ზოლი, სადაც საბავშვო და სპორტული მოედნები, ველო და სასეირნო ბილიკები, განათების, სარწყავისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები მოეწყო. ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის 9 063 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.

ევროპის ქუჩაზე არსებულ ორკილომეტრიან შუა ზოლში 746 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.

დაირგო 70-მდე ძირი მწვანე ნარგავი ჟორდანიას სახელობის სანაპიროზე არსებულ შუა ზოლში.

აღმაშენებლის გამზირზე, №59ა-ში მდებარე ვერტიკალური კედელი, რომლის ფართობიც 200 კვადრატულ მეტრზე მეტია, 19 894 ძირი მცირე ზომის ახალი მცენარით შეივსო.

26 მაისის მოედანზე ახალ გზაგამყოფ კუნძულებზე, რომელთა ფართობიც 1 000 კვ. მ-ია, სხვადასხვა სახეობის 357 ძირი ხე და ბუჩქი, 5 264 ძირი ბალახოვანი მცენარე დაირგო.

4 208 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო გულუას ქუჩაზე, 5 000 კვ.მ ფართობზე, სადაც გამწვანებული კუნძულები მოეწყო.

თამარაშვილის ქუჩაზე ახალ გზაგამყოფ კუნძულებზე 2 044 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო. ასევე, 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო ბალახის საფარი.

სარაჯიშვილის გამზირზე, გლდანის რაიონის გამგეობის შენობის მიმდებარედ არსებულ კუნძულები 300-მდე ნარგავით გამწვანდა.

ქეთევან დედოფლის გამზირზე არსებულ გზაგამყოფ ზოლში 50-მდე ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.

მარჯვენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდთან არსებულ გამწვანებულ კუნძულებზე დაირგო 348 ძირი მწვანე ნარგავი.

100-მდე მწვანე ნარგავი დაირგო აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ ახლადმოწყობილ კუნძულებზე“, – წერს კახა კალაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გმირი, რომელმაც მეცნიერებას სიცოცხლე მიუძღვნა -ირანის ელჩი ქამალ ხარაზის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს

,,ტვინის კარტოგრაფიის ეროვნული ლაბორატორია ვალშია მოწამეობრივად დაღუპული გმირის წინაშეერთ-ერთი მოწამეობრივად დაღუპული, რომელიც ქვეყანაში კოგნიტური მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების ფუძემდებელი იყო, დიდი შრომა გასწია ტვინის კარტოგრაფიული ლაბორატორიის დაარსების საქმეში. მეცნიერებისა და პროგრესის ჯგუფის ინფორმაციით, ტვინის კარტოგრაფიის ლაბორატორია უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი. ამერიკულ-სიონისტური თავდასხმისას მოწამეობრივად დაღუპული ქამალ ხარაზი ამ ლაბოროტარიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუძემდებელი იყო. როგორც აღნიშნული ლაბორატორიის მოადგილემ კვლევის მიმართულებით რეზა ხოსროაბადიმ, ქვეყნის ტვინის ეროვნული ლაბორატორიის დაარსების საქმეში ქამალ ხარაზის მნიშვნელოვანი წვლილის შესახებ სააგენტო „ფარსთან“ ინტერვიუში ისაუბრა, აღნიშნული პროექტი სწორედ დოქტორ ხარაზის ძალისხმევით განხორციელდა. მან აღნიშნა, რომ ხარაზი იცნობდა წამყვან ლაბორატორიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. სწორედ ამიტომ, ის აუცილებლად მიიჩნევდა ისეთი ცენტრის არსებობას, რომელიც სათანადოდ იქნებოდა აღჭურვილი და მთელი ქვეყნის მოსახლეობას მომსახურებოდა. მსგავსი ცენტრის დაარსება ჯერ კიდევ 2012 წელს იგეგმებოდა, თუმცა აპარატურის შესყიდვისა და დაფინანსების მოძიების შემდეგ, საბოლოოდ 2016 წლის ზაფხულში გახდა მისი გახსნა შესაძლებელი. რეზა ხოსროაბადიმ ასევე დასძინა, რომ გასულ წელს ლაბორატორიაში კვლევითი პროექტი განახორციელა დაახლოებით 690-მა მაგისტრანტმა და დოქტორანტმა, რომელთა 64% მეცნიერების სამინისტროსთან დაკავშირებული პირები იყვნენ, ხოლო 36%-ჯანდაცვის სამინისტროს წარმოადგენდა. რეზა ხოსროაბადიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქამალ ხარაზი ლაბორატორიის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო და მან ამ საბჭოს ბოლო სხდომაშიც მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, მის ოფისში იმართებოდა ყოველკვირეული კონსულტაციები, და ასევე, საერთო პოლიტიკის საკითხებში მუდმივ მხარდაჭერას გამოხატავდა''-წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი.

მოჯტაბა ხამენეი – ისლამის არმია მამაცურად იცავს თავის წყლებს, მიწას და დროშას, აშიშვლებს ურწმუნოებისა და ამპარტავნების სისუსტეს, ირანის ფლოტი მზადაა, მტრებს ახალი დამარცხებების სიმწარე...

ირანის საზღვაო ფლოტი მზადაა, მტრებს ახალი მწარე მარცხი აგემოს, – ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, მოჯტაბა ხამენეიმ განაცხადა.ხამენეიმს განცხადებით, ირანის არმია წინ აღუდგა შეერთებული შტატების, ფეჰლავის რეჟიმის ნარჩენებისა და სეპარატისტების ბოროტ გეგმებს, რომლებსაც ირანის დაშლა სურდათ.„ისლამის არმია ახლა, როგორც წინა ორ თავს მოხვეულ ომში, მამაცურად იცავს წყლებს, მიწას და დროშას, რომელიც მას ეკუთვნის. ძლიერ ღვთაებრივ და სახალხო მხარდაჭერაზე დაყრდნობით, შეიარაღებული ძალების სხვა მებრძოლებთან ერთად, კომპაქტურ და მყარ რიგებში დგას, ებრძვის ურწმუნოებისა და ამპარტავნების ფრონტს და მსოფლიოს თვალწინ აშიშვლებს მათ სისუსტესა და დამცირებას. ისევე, როგორც მისი დრონები ელვასავით ესხმიან თავს ამერიკელ და სიონისტ დამნაშავეებს. ირანის მამაცი ფლოტი მზადაა, მტრებს ახალი დამარცხებების სიმწარე აგემოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სარჯველაძე – ძალიან გვტკივა გული დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის, მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ და განვმარტავთ, რას ვგეგმავთ

მინდა, გამოვეხმაურო დიუშენის სინდრომის საკითხს, რომელიც ბოლო დღეებში ვნებათაღელვის საგანი გახდა. ძალიან რთულ საკითხზე მიწევს საუბარი, როდესაც დიუშენის სინდრომზე ვსაუბრობთ. ეს მართლაც მძიმე დიაგნოზია და არ მინდა, რომ არასწორი შთაბეჭდილებები შეიქმნას დამოკიდებულებებსა და პოზიციებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, კარგად ესმის იმ ემოციებისა, რომლებიც აქვთ პაციენტებს, მათ მშობლებს, ოჯახის წევრებსა და გულშემატკივრებს.„აბსოლუტურად კარგად მესმის იმ ემოციებისა, რომლებიც აქვთ პაციენტებს, მათ მშობლებს, ოჯახის წევრებსა და გულშემატკივრებს. თავს ვალდებულად ვთვლი, რომ რამდენიმე დეტალი დავაზუსტოთ და საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ამ საკითხის ირგვლივ – ყოველი ფაქტის, კლინიკური დასკვნისა და გარემოების გაშუქებით. ამავდროულად, ეს აუცილებელია იმისთვისაც, რომ იმ ადამიანების სიყალბეს ავხადოთ ფარდა, რომლებიც ცდილობენ პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას“, – განაცხადა სარჯველაძემ.მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სამინისტროს ექნება დამატებითი კომუნიკაცია.„ეს არ არის მარტივი საკითხი, რომელზეც იოლად შეიძლება საუბარი, მათ შორის, ეთერის მეშვეობითაც. ეს მეტად რთული და სენსიტიური თემაა. თუმცა, მერწმუნეთ, რომ ამ დღეებში დუმილი არ ნიშნავს ნაკლებ ემპათიას. პირიქით, ძალიან გვტკივა გული ამ ბავშვებისთვის. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ და იმასაც განვმარტავთ, რას ვგეგმავთ და რა გაკეთებულა აქამდე ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

კიევში შეიარაღებულმა მამაკაცმა ქუჩაში ცეცხლი გახსნა, სუპერმარკეტში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, არიან დაღუპულები, თავდამსხმელი კი ლიკვიდირებულია

კიევში, გოლოსეევსკის რაიონში შეიარაღებულმა მამაკაცმა ქუჩაში ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა და მძევლები აიყვანა.თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია, სულ მცირე, ორი და დაშავებულია ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდამსხმელი, 1968 წელს დაბადებული მამაკაცია.თავდასხმის მოტივი უცნობია.

უკრაინული მედია – გამოკითხვის მიხედვით, ევროკავშირთან მიმართებით უკრაინელების დადებითი დამოკიდებულება 63.4%-მდე შემცირდა, ხოლო ნატო-ს შემთხვევაში 39.9%-მდე

ნატო-სა და ევროკავშირის მიმართ უკრაინელების დამოკიდებულება შედარებით გაუარესდა, – ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ლიგა.ნეტ“ გამოკითხვაზე დაყრდნობით იტყობინება.გამოკითხვა 2-8 აპრილს კიევის უსაფრთხოების ფორუმის დაკვეთით რაზუმკოვის ცენტრმა ჩაატარა.ამავე გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელებს ყველაზე დადებითი დამოკიდებულება აქვთ შვედეთის, ესტონეთისა და კანადის მიმართ.სტატიაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის შემოდგომასთან შედარებით უკრაინელების დამოკიდებულება ნატო-სა და ევროკავშირის მიმართ გარკვეულწილად გაუარესებულია, თუმცა, საერთო ჯამში, პოზიტიური რჩება.კერძოდ, ევროკავშირთან მიმართებაში ბალანსი ამჟამად +63.4%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც 2025 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი +79.2% იყო.„ლიგა. ნეტი“-ის სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინელების დამოკიდებულება ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართ ასახავს მათ ზოგად განწყობას დასავლეთის მიმართ, რამაც შეიძლება, გავლენას ახდენდეს პოლიტიკურ კურსსა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებზე. LIGA.net-ის ინფორმაციით, „ნორვეგიისა და ისლანდიის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს უკრაინის ევროპულ ინტეგრაციაზე, თუმცა ეს აუცილებელი არ არის, უარყოფითი იყოს. გარკვეულ პირობებში, „ჩრდილოეთით გაფართოებამ“ შესაძლოა, უკრაინის წევრობის გზაც კი გაამარტივოს – ფინანსური შესაძლებლობებისა და ახალი პოლიტიკური ბალანსის შექმნის ხარჯზე“. გამოკითხვის მიხედვით, მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ნატო-სთან მიმართებაშიც: მაჩვენებელი +39.9%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც 2025 წლის იგი +61.8%-ს შეადგენდა.ამასთანავე, უკრაინელების უმრავლესობა აგრძელებს ამ ინსტიტუტების დადებითად შეფასებას. მაგალითად, რესპონდენტთა 55,5%-ს ევროკავშირის მიმართ ძირითადად პოზიტიური დამოკიდებულება აქვს, ხოლო 23,6%-ს  – ნაწილობრივ პოზიტიური. ნატო-ს შემთხვევაში ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 48.8% და 16.2%-ს შეადგენს.„საერთო ჯამში, კვლევა აჩვენებს, რომ უკრაინელების სიმპათიები დასავლეთის ქვეყნების უმეტესობის მიმართ იზრდება. დადებითი დამოკიდებულების ყველაზე მაღალი დონე ფიქსირდება სკანდინავიური და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ, განსაკუთრებით შვედეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და დანიის მიმართ. კერძოდ, შვედეთი +91.6%; ესტონეთი +88.6%; კანადა +88.3%; ლიეტუვა +88%; დანია +87.7%ევროპის მსხვილ ქვეყნებს შორის მაღალი მაჩვენებლები აჩვენა საფრანგეთმა (+86,1%), გერმანიამ (+82,3%), იტალიამ (+81,9%) და გაერთიანებულმა სამეფომ (+80,3%).პოლონეთმა მნიშვნელოვანი ზრდა  აჩვენა +75,1%-მდე, რაც 22%-იანი ზრდაა 2025 წლის სექტემბერის მაჩვენებლთან შედარებით (+53,1%).იაპონიის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება საგრძნობლად გაიზარდა, ბალანსით +77,5%. 2025 წლის სექტემბერთან შედარებით ეს მაჩვენებელი 24,8 პროცენტული პუნქტით მეტია, მაშინ +52,7% იყო.ამასთან, ევროპულ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი ქულა უნგრეთს აქვს – მინუს 29,1%, თუმცა აღქმა იქაც გაუმჯობესდა.ყველაზე უარყოფითი აღქმის მქონე ქვეყანად რჩება რუსეთი, რომლის მიმართ დამოკიდებულების ბალანსი მინუს 90,5%-ს შეადგენს“, – ნთქვამია სტატიაში.სოციოლოგიურ კვლევაში სულ 1 200-მდე რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა ასაკიც 18 წელს აღემატება. გამოკითხვა ჩატარდა 20-ზე მეტ ოლქსა და დედაქალაქ კიევში.

ბოლო სიახლეები