შაბათი, აპრილი 18, 2026

ალექსანდრე ლუკაშენკო – მაკრონი, მერცი და ტრამპი მედროვეები არიან

მაკრონი, მერცი და ტრამპი მედროვეები არიან , – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ RT-ს ჟურნალისტ რიკ სანჩესთან ინტერვიუში განაცხადა.

ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, დასავლელი ლიდერების პრობლემა ის არის, რომ ისინი ცდილობენ მოკლე დროში მაქსიმალური პირადი სარგებელი მიიღონ.

„თქვენ დასავლეთში გყავთ მაკრონი, მერცი და სხვები – ისინი მედროვეები არიან. ისინი მოვიდნენ, ყველაფერი მიიტაცეს და წავიდნენ. ეს მათი პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენს. ისინი საფრანგეთსა და გერმანიაში ხალხზე არ ფიქრობენ და ეს მათი პრობლემაა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც „მედროვეა“.

„ის მედროვეა. მას ოთხი წელი აქვს. რას გააკეთებს ოთხ წელიწადში? არაფერს. ის ვერაფერს გააკეთებს. ამიტომ, პრეზიდენტს მეტი დრო უნდა ჰქონდეს“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

უკრაინული მედია – გამოკითხვის მიხედვით, ევროკავშირთან მიმართებით უკრაინელების დადებითი დამოკიდებულება 63.4%-მდე შემცირდა, ხოლო ნატო-ს შემთხვევაში 39.9%-მდე

ნატო-სა და ევროკავშირის მიმართ უკრაინელების დამოკიდებულება შედარებით გაუარესდა, – ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ლიგა.ნეტ“ გამოკითხვაზე დაყრდნობით იტყობინება.გამოკითხვა 2-8 აპრილს კიევის უსაფრთხოების ფორუმის დაკვეთით რაზუმკოვის ცენტრმა ჩაატარა.ამავე გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელებს ყველაზე დადებითი დამოკიდებულება აქვთ შვედეთის, ესტონეთისა და კანადის მიმართ.სტატიაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის შემოდგომასთან შედარებით უკრაინელების დამოკიდებულება ნატო-სა და ევროკავშირის მიმართ გარკვეულწილად გაუარესებულია, თუმცა, საერთო ჯამში, პოზიტიური რჩება.კერძოდ, ევროკავშირთან მიმართებაში ბალანსი ამჟამად +63.4%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც 2025 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი +79.2% იყო.„ლიგა. ნეტი“-ის სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინელების დამოკიდებულება ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართ ასახავს მათ ზოგად განწყობას დასავლეთის მიმართ, რამაც შეიძლება, გავლენას ახდენდეს პოლიტიკურ კურსსა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებზე. LIGA.net-ის ინფორმაციით, „ნორვეგიისა და ისლანდიის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს უკრაინის ევროპულ ინტეგრაციაზე, თუმცა ეს აუცილებელი არ არის, უარყოფითი იყოს. გარკვეულ პირობებში, „ჩრდილოეთით გაფართოებამ“ შესაძლოა, უკრაინის წევრობის გზაც კი გაამარტივოს – ფინანსური შესაძლებლობებისა და ახალი პოლიტიკური ბალანსის შექმნის ხარჯზე“. გამოკითხვის მიხედვით, მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ნატო-სთან მიმართებაშიც: მაჩვენებელი +39.9%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც 2025 წლის იგი +61.8%-ს შეადგენდა.ამასთანავე, უკრაინელების უმრავლესობა აგრძელებს ამ ინსტიტუტების დადებითად შეფასებას. მაგალითად, რესპონდენტთა 55,5%-ს ევროკავშირის მიმართ ძირითადად პოზიტიური დამოკიდებულება აქვს, ხოლო 23,6%-ს  – ნაწილობრივ პოზიტიური. ნატო-ს შემთხვევაში ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 48.8% და 16.2%-ს შეადგენს.„საერთო ჯამში, კვლევა აჩვენებს, რომ უკრაინელების სიმპათიები დასავლეთის ქვეყნების უმეტესობის მიმართ იზრდება. დადებითი დამოკიდებულების ყველაზე მაღალი დონე ფიქსირდება სკანდინავიური და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ, განსაკუთრებით შვედეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და დანიის მიმართ. კერძოდ, შვედეთი +91.6%; ესტონეთი +88.6%; კანადა +88.3%; ლიეტუვა +88%; დანია +87.7%ევროპის მსხვილ ქვეყნებს შორის მაღალი მაჩვენებლები აჩვენა საფრანგეთმა (+86,1%), გერმანიამ (+82,3%), იტალიამ (+81,9%) და გაერთიანებულმა სამეფომ (+80,3%).პოლონეთმა მნიშვნელოვანი ზრდა  აჩვენა +75,1%-მდე, რაც 22%-იანი ზრდაა 2025 წლის სექტემბერის მაჩვენებლთან შედარებით (+53,1%).იაპონიის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება საგრძნობლად გაიზარდა, ბალანსით +77,5%. 2025 წლის სექტემბერთან შედარებით ეს მაჩვენებელი 24,8 პროცენტული პუნქტით მეტია, მაშინ +52,7% იყო.ამასთან, ევროპულ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი ქულა უნგრეთს აქვს – მინუს 29,1%, თუმცა აღქმა იქაც გაუმჯობესდა.ყველაზე უარყოფითი აღქმის მქონე ქვეყანად რჩება რუსეთი, რომლის მიმართ დამოკიდებულების ბალანსი მინუს 90,5%-ს შეადგენს“, – ნთქვამია სტატიაში.სოციოლოგიურ კვლევაში სულ 1 200-მდე რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა ასაკიც 18 წელს აღემატება. გამოკითხვა ჩატარდა 20-ზე მეტ ოლქსა და დედაქალაქ კიევში.

კონსტანტინე პეტრიაშვილი ანტალიის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

თურქეთის ქალაქ ანტალიაში 20-წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს.პირველ საჭიდაო დღეს 97 კგ წონითი კატეგორიაში კონსტანტინე პეტრიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.ბრინჯაოს მედლებს ზურაბ აბალაკი (70 კგ) და ოთარ ბერიძე (79 კგ) დაეუფლნენ.

რომის პაპი ლეო XIV – ისე აღიქვეს, თითქოს ვცდილობდი აშშ-ის პრეზიდენტთან დებატებს, რაც ჩემს ინტერესებში საერთოდ არ არის

რომის პაპი ლეო XIV აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტტან, დონალდ ტრამპთან დებატები მის ინტერესში არ შედის.„როგორც ჩანს, ისე აღიქვეს, თითქოს პრეზიდენტთან დებატებს ვცდილობდი, რაც საერთოდ არ არის ჩემს ინტერესებში“, – განაცხადა პაპმა ანგოლაში ვიზიტის დროს.ამასთან, პაპმა კვლავ გააკრიტიკა ლიდერები, რომლებიც ომებზე მილიარდებს ხარჯავენ და აღნიშნა, რომ მსოფლიოს „მრავალი ტირანი ანადგურებს“.ცნობისთვის, რომის პაპმა, ლეო XIV-მ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდა, იპოვოს გზა ირანის ომის დასასრულებლად. დონალდ ტრამპმა კი პაპთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ – სუსტი, საგარეო პოლიტიკაში კი საშინელია და არ სურს პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს. ამის საპასუხოდ, ლეო XIV-მ განაცხადა, რომ მისი მოწოდებები სახარებაზეა დაფუძნებული და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის არ ეშინია.

„აქსიოსი“ – ბენიამინ ნეთანიაჰუ შოკირებული იყო დონალდ ტრამპის განცხადებით, რომელმაც ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტა გამოაცხადა და თეთრ სახლს განმარტება სთხოვა

ისრაელმა თეთრ სახლს სთხოვა განმარტება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტა გამოაცხადა, – ამის შესახებ „აქსიოსს“ ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.როგორც გამოცემას წყარომ განუცხადა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპის განცხადებით „შოკირებული, გაოგნებული და შეშფოთებული იყო“.როგორც „აქსიოსი“ წერს, ნეთანიაჰუმ და მისმა გუნდმა ტრამპის განცხადება მედიით შეიტყვეს და შოკირებული იყვნენ, რადგან ის ეწინააღმდეგებოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ტექსტს, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.ცნობისთვის, 16 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტა გამოაცხადა. ტრამპის თქმით, შესანიშნავი საუბარი ჰქონდა ლიბანის პრეზიდენტთან, ჯოზეფ აუნთან და ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.„მე დავავალე ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარესთან, დენ რაზინ კეინთან ერთად, ისრაელთან და ლიბანთან ერთად ემუშავათ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ჩემთვის პატივი იყო მსოფლიოში ცხრა ომის მოგვარება და ეს მეათე იქნება, ამიტომ, მოდით, გავაკეთოთ ეს“, – დაწერა ტრამპმა.ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს თეთრ სახლში იწვევს მოსალაპარაკებლად. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ტრამპმა აღნიშნა, 1983 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის.

„სქაი ნიუსი“ – სულ მცირე, ორ გემს, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გადაკვეთას ცდილობდნენ, ცეცხლი გაუხსნეს

მას შემდეგ, რაც, სულ მცირე, ორმა გემმა ჰორმუზის სრუტის გადაკვეთა სცადა, მათ ცეცხლი გაუხსნეს, – ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ საზღვაო მონოტორინგის სააგენტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.მედიის ცნობით, სროლა მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტე რამდენიმე საათით გახსნა და რამდენიმე გემმა სრუტეში სტანდარტულ საზღვაო ზოლში გადაადგილება დაიწყო.პლატფორმა MarineTraffic-ის მონაცემებით, საერთაშორისო კოლონა, რომელსაც სრუტეში გავლის იმედი ჰქონდა, უკვე დაიშალა და სხვადასხვა მიმართულებით დაწყო მოძრაობა.ცნობისთვის, ირანის სახელმწიფო მაუწყებლის IRIB-ის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტე კვლავ დაიხურა. ირანის ცენტრალური სამხედრო შტაბის ცნობით, საზღვაო გადაზიდვების ძირითადი ზოლი „ისევ დაიხურა და გავლას ირანის თანხმობა სჭირდება“, რის მიზეზად ოფიციალური თეირანი აშშ-ის მხრიდან პორტების საზღვაო ბლოკადის გაგრძელებას ასახელებს.

ბოლო სიახლეები