,,ტვინის კარტოგრაფიის ეროვნული ლაბორატორია ვალშია მოწამეობრივად დაღუპული გმირის წინაშე
ერთ-ერთი მოწამეობრივად დაღუპული, რომელიც ქვეყანაში კოგნიტური მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების ფუძემდებელი იყო, დიდი შრომა გასწია ტვინის კარტოგრაფიული ლაბორატორიის დაარსების საქმეში.
მეცნიერებისა და პროგრესის ჯგუფის ინფორმაციით, ტვინის კარტოგრაფიის ლაბორატორია უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი.
ამერიკულ-სიონისტური თავდასხმისას მოწამეობრივად დაღუპული ქამალ ხარაზი ამ ლაბოროტარიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუძემდებელი იყო. როგორც აღნიშნული ლაბორატორიის მოადგილემ კვლევის მიმართულებით რეზა ხოსროაბადიმ, ქვეყნის ტვინის ეროვნული ლაბორატორიის დაარსების საქმეში ქამალ ხარაზის მნიშვნელოვანი წვლილის შესახებ სააგენტო „ფარსთან“ ინტერვიუში ისაუბრა, აღნიშნული პროექტი სწორედ დოქტორ ხარაზის ძალისხმევით განხორციელდა. მან აღნიშნა, რომ ხარაზი იცნობდა წამყვან ლაბორატორიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. სწორედ ამიტომ, ის აუცილებლად მიიჩნევდა ისეთი ცენტრის არსებობას, რომელიც სათანადოდ იქნებოდა აღჭურვილი და მთელი ქვეყნის მოსახლეობას მომსახურებოდა. მსგავსი ცენტრის დაარსება ჯერ კიდევ 2012 წელს იგეგმებოდა, თუმცა აპარატურის შესყიდვისა და დაფინანსების მოძიების შემდეგ, საბოლოოდ 2016 წლის ზაფხულში გახდა მისი გახსნა შესაძლებელი. რეზა ხოსროაბადიმ ასევე დასძინა, რომ გასულ წელს ლაბორატორიაში კვლევითი პროექტი განახორციელა დაახლოებით 690-მა მაგისტრანტმა და დოქტორანტმა, რომელთა 64% მეცნიერების სამინისტროსთან დაკავშირებული პირები იყვნენ, ხოლო 36%-ჯანდაცვის სამინისტროს წარმოადგენდა.
რეზა ხოსროაბადიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქამალ ხარაზი ლაბორატორიის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო და მან ამ საბჭოს ბოლო სხდომაშიც მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, მის ოფისში იმართებოდა ყოველკვირეული კონსულტაციები, და ასევე, საერთო პოლიტიკის საკითხებში მუდმივ მხარდაჭერას გამოხატავდა”-წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი.

