ალუდა ღუდუშაური: ვერც სახელმწიფო და ვერც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ვერ იქნებიან აწყობილი ნიკანორ მელიას ბავშვურ ახირებებსა და თამაშობებზე
საცირკო წარმოდგენას, ბავშვურ ახირებებს ემსგავსება მისი ქმედებები, რომელიც ყოველდღე სულ უფრო და უფრო აახლოვებს კომიკურ პერსონაჟთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ბატონ მელიას არ აქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა ჰქონდეს და რომელიც აუცილებელია ოპოზიციის ერთ-ერთი მძლავრი პარტიის თავმჯდომარისთვის.
ალუდა ღუდუშაურის თქმით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილი დოკუმენტის შესრულებას ხელი არ უნდა შეეშალოს.
„რას ნიშნავს ერთ დღეს ერთ განცხადებას ავრცელებს, ხოლო მეორე დღეს მეორე განცხადებას. როგორც საუბარი არის და იყო ჩვენი დასავლელი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, მას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გადაუხდიდნენ გირაოს, ექნებოდა შესაძლებლობა დაეტოვებინა საპყრობილე, ამაზე ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ მისი მხრიდან როგორი აგდებული დამოკიდებულება იყო. დღეს ვხედავთ, რომ ამნისტიასთან მიმართებაში აქვს იგივე დამოკიდებულება. ვერც სახელმწიფო, ვერც ჩვენი საზოგადოება და ვერც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ვერ იქნებიან აწყობილი ნიკანორ მელიას ბავშვურ ახირებებსა და თამაშობებზე. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ის დოკუმენტი, რომელიც დაიდო ბატონი შარლ მიშელის მიერ ზედმიწევნით უნდა შესრულდეს და ნამდვილად შესრულდება კიდეც“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...