ირაკლი ღარიბაშვილი: მივესალმებით დანიელსონის ვიზიტს და მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგის გასაგრძელებლად
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმის გასაგრძელებლად და სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციასა და რჩევას, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„15-17 მარტს ბრიუსელში მივემგზავრებით. ამ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ისე – ევროპულ საბჭოსა და ნატოში. 16 მარტს გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეექვსე სხდომა, რომელზეც წარმოვაჩენთ საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს და აღვნიშნო, რომ დიდად ვაფასებთ მის მხარდაჭერას. ასევე, მივესალმებით მისი წარმომადგენლის ვიზიტს. დარწმუნებული ვართ, რომ მისი მონაწილეობა პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას ხელს შეუწყობს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმის გასაგრძელებლად და სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციასა და რჩევას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში, ყველამ ერთად, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ, გამოვნახოთ საერთო ენა და მივაღწიოთ შეთანხმებას, რათა ქვეყანამ და ჩვენმა პარლამენტმა ნორმალური მუშაობა დაიწყოს. ყველამ უნდა ვიხელმძღვანელოთ ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებით“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
სოზარ სუბარი: წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი ოთხი უცხოელი მინისტრის საქართველოში ვიზიტს და ანტისამთავრობო აქციებში მათ აქტიურ მონაწილეობას ეხმაურება. როგორც სუბარი აცხადებს,...
მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო – სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა
სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო - სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა...
თეა წულუკიანი: როდესაც ჩვენ ვხედავთ უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, რომლებიც ჩამოდიან ვიზიტით საქართველოში და მთავრობის საწინააღმდეგო აქციას უერთდებიან, ეს არის ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა
თეა წულუკიანმა უცხოელი დიპლომატების თბილისში მიმდინარე აქციებში ჩართულობა შეაფასა. კომენტარი ამ თემაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა „იმედის კვირასთან“...
ნიკა გვარამია: წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი – შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ, ყოჩაღ
წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი - შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ, ყოჩაღ, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა...
დავით მათიკაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო
სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა „ქრონიკას“...
თამარ ჩერგოლეიშვილი: ირეცხება ოპოზიციური პოლიტიკური ელიტა და ახალი იბადება – ჯერ შეიძლება ვერ ხედავთ, მაგრამ აუცილებლად დაინახავთ
ოპოზიციური ლიდერების კრიზისისა და ამის გამომწვევ მიზეზებზე "ევროპული საქართველოს" წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს: თვალსაჩინო და თვალსაჩინოზე მეტია ლიდერშიფის კრიზისი ოპოზიციურ...