ლევან მამალაძე: მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჟურნალისტების მკვლელობას გეგმავენ
მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჟურნალისტების მკვლელობას გეგმავენ, – ამის შესახებ ლევან მამალაძე აცხადებს.
საზღვარგარეთ მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი ირწმუნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ამ გზით საქართველოში რევოლუციური სცენარის განვითარებას და არეულობის გამოწვევას კიდევ ერთხელ შეეცდება. მამალაძემ საქართველო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დატოვა. სააკაშვილის ხელისუფლებამ მას ბრალად დასდო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვა და 2006 წელს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
„ინფორმაცია მაქვს უკრაინული წყაროდან. „სბუს“ ყოფილი თანამშრომლები, რომელთაც მე ვიცნობ და მათ აქვთ ჩემთან კონტაქტი. მათ აქვთ ტექნიკური საშუალებები, რომ ასეთი ინფორმაცია მოიპოვონ. მათ იცოდნენ მე სადაც ვიყავი, გამოვიდნენ კონტაქტზე. მე ვნახე და მოვისმინე ეს მასალა. ეს მასალა შედგება ორი ნაწილისგან, არის სატელეფონო საუბარი და ვიდეოჩანაწერი, სადაც სააკაშვილი ტელეფონით საუბრობს. ადეიშვილთან საუბრობს და საუბარია ჟურნალისტების მოკვლაზე, რომ ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ, აგინებს ოპოზიციას, რომ ვერ მოახდინეს რევოლუციური ფონის შექმნა და ამბობს რომ, ყველაფერი მისის, სააკაშვილის გასაკეთებელია. განიხილავენ ფინანსურ საკითხებს და ვინ უდნა შეასრულოს მკვლელობა. საუბარია ნოდარ მელაძეზე და თამარ ჩიხლაძეზე. მე არც ამ ხელისუფლებისგან მიმიღია რამე და სააკაშვილმა რა რეპრესიებიც მომიწყო, ყველასთვის ცნობილია. არანაირი პოლიტიკური ამბიციები მე არ მაწუხებს. ერთადერთი კაცი ვარ ვის მიმართაც სამართალი არ განახორციელა არცერთმა, არც ამ ხელისუფლებამ“, – ამბობს „ქრონიკასთან“ მამალაძე.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?
თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც...
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზასა და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში....
ნიკა გვარამია: ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება – ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს – ისტორიის სანაგვეზეა
"ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება - ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს - ისტორიის სანაგვეზეა (უკვე)." - ამის...
გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რატი ბრეგაძე: ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება
ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად...
პრემიერი: შარლ მიშელთან საუბრისას, გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ პარტნიორები არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონპროექტზე საგნობრივ დისკუსიას თავს არიდებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის...