დავით ზალკალიანი: დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, კონსენსუსის მიღწევა აუცილებელია

Read Time:1 Minute, 13 Second

მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მხრიდან, დიალოგის პროცესში ჩართვის პოლიტიკური ნება არსებობს. კიდევ ერთხელაა გაცხადებული, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. კონსენსუსის მიღწევა აუცილებელია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ მხარეთა პოზიციების დასაახლოებლად, პროცესი დაწყებულია. ეს პროცესი შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტის დროს დაიწყო, როდესაც ის გამოვიდა ინიციატივით, რომ პირველი რაუნდი გამართულიყო პოლიტიკურ პარტიებს შორის და პრემიერ-მინისტრი მყისიერად დაეთანხმა ამ ინიციატივას. ამის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, დაენიშნა სპეციალური წარმომადგენელი. ის უკვე მოვლინებულია საქართველოში. პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკების პროცესი უახლოეს პერიოდში გაიმართება. ესაა კომპლექსური პროცესი და არ უნდა ველოდოთ, რომ დაგროვილი თემატიკა სრულად დაიფარება და შედეგები პირველივე რაუნდის დროს მიიღწევა. ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მხრიდან, არის პოლიტიკური ნება ამ პროცესში ჩართვის. კიდევ ერთხელაა გაცხადებული, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. კონსენსუსის მიღწევა აუცილებელია. ქვეყანას უსერიოზულესი გამოწვევები აქვს რეგიონში უსაფრთხოების, პანდემიის, ეკონომიკის კუთხით. ამიტომ, აუცილებელია, რომ შედგეს კონსენსუსი ყველა პოლიტიკურ ძალას შორის და პროცესები პარლამენტში გადავიდეს. ჩვენ ვიხილეთ მოწოდებები ამის შესახებ. სამწუხაროდ, ოპონენტებმა ამაში ამოიკითხეს ის, რაც მათ სურდათ და წარმოაჩინეს ისე, თითქოს ეს მოწოდება მხოლოდ ხელისუფლებისკენ იყო მიმართული. მოწოდება ეხებოდა ყველა იმ აქტორს, რომელიც ჩართულია ამ პროცესში, რომ შევიდეს დიალოგში. პარლამენტია ის ადგილი, სადაც უნდა განიხილებოდეს ყველა ის საკითხი, რაც დღეს აქტუალურია. ხელისუფლების მხრიდან, გამოხატულია პოლიტიკური ნება, რომ იმ თემებზე, რომელზეც შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევა, უკვე დაიწყოს მსჯელობა და მოხდეს შეთანხმება. საარჩევნო რეფორმა, კომისიის შექმნა – არის ის საკითხები, რომლებზეც შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევა. ყველა პოლიტიკურმა ძალამ გვერდზე უნდა გადადოს საკუთარი ინტერესები და ქვეყნის ინტერესები დააყენოს პირველ ადგილზე“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: მივესალმებით დანიელსონის ვიზიტს და მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგის გასაგრძელებლად
Next post მიხეილ სარჯველაძე პატრიკ დაუნის ინტერვიუზე: ეს ის კაცია, რუსეთს რომ აღიარებს დემოკრატიულ სახელმწიფოდ და სურვილი აქვს თავშესაფარი მოიპოვოს?