მამუკა მდინარაძე: საერთო ოპოზიციური ფორმატი უკვე ჩამოშლილია
საერთო ოპოზიციურ ფორმატს ხელი შეშლილი აქვს და ჩამოშლილიც არის უკვე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„დღე არ გავა, ეს ჩამოშლა რომ არ გაგრძელდეს. ლიდერები ტოვებენ პარტიებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ის რადიკალიზმი, რომელსაც საფუძველია არ გააჩნია, არაა მისაღები და შედეგიანი და ამიტომ ხდება ოპოზიციის ჩამოშლა. რადიკალური ოპოზიცია ჩამოშლის პირასაა და პრაქტიკულად ჩამოიშალა, ამ ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები საუბრობენ „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებაზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ყველა სიტყვა ტყუილია. დაპირისპირების მაგვარიც კი არაა. ერთადერთი, რაც მმართველ გუნდში ხდება ისაა, რომ დისკუსია მიდის რეალურ თემებსა და საქმეებზე“, – აღნიშნა მდინარაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის ჩამოშლა ყველაზე მეტად „ევროპულ საქართველოს“ ეხება.
„სამ პროცენტიანებს რომ ვეძახდით, სწყინდათ და ბოლოს სამი პროცენტი მიიღეს. მათ რაც საკუთარ თავს დამართეს და რაც ბოკერიამ საკუთარ პარტიას დამართა, ის ვერავინ ვერ დამართა ვერც ერთ პარტიას. საკუთარი გაუთვლელი, არასწორი ნაბიჯებით, ჩამოაქციეს საკუთარი პარტია და ბუნებრივია შიდა პრობლემებიც ექნებათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მეუფე იაკობი: ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ 17 მაისის, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნამ საქართველო გააერთიანა. „ვნახეთ, ხალხი როგორ გაერთიანდა....
სოზარ სუბარი: წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი ოთხი უცხოელი მინისტრის საქართველოში ვიზიტს და ანტისამთავრობო აქციებში მათ აქტიურ მონაწილეობას ეხმაურება. როგორც სუბარი აცხადებს,...
მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო – სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა
სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო - სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა...
თეა წულუკიანი: როდესაც ჩვენ ვხედავთ უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, რომლებიც ჩამოდიან ვიზიტით საქართველოში და მთავრობის საწინააღმდეგო აქციას უერთდებიან, ეს არის ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა
თეა წულუკიანმა უცხოელი დიპლომატების თბილისში მიმდინარე აქციებში ჩართულობა შეაფასა. კომენტარი ამ თემაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა „იმედის კვირასთან“...
ნიკა გვარამია: წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი – შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ, ყოჩაღ
წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი - შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ, ყოჩაღ, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა...
დავით მათიკაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო
სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა „ქრონიკას“...