ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი: სინოდმა აღიარა და დაადგინა, რომ საზღვრის ხაზი 1937-38 წლებში აზომილი რუკის მიხედვით უნდა გაევლოს
ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის თქმით, სინოდმა დავით გარეჯის საკითხზე იმსჯელა და დაადგინა, რომ დავით გარეჯის საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-38 წლებში აზომილი და შემუშავებული 200-ათასიანი რუკების მიხედვით. ამის შესახებ მან სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„დაახლოებით ყველა ის საკითხი განვიხილეთ, რომელიც დღეს საზოგადოებასა და ეკლესიის მრევლს აღელვებთ. პირველ საკითხად გამოტანილი იყო დავით გარეჯის საკითხი, რომლის თაობაზეც ჩვენ მოხსენება გვქონდა.
მგონია, რომ არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ, რომ დავით გარეჯი საქართველოა. თვითონ ქართულ, თიბაიდის უდაბნოდ სახელდებული ეკლესია-მონასტრებისა და საქართველოს ქრისტიანული ქართული წარმომავლობის შესახებ, სინოდმა ამის თაობაზე იმსჯელა და აღიარა და დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-38 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200-ათასიანი რუკების მიხედვით, რომლის გამოყენების აუცილებლობაზე 1996 წელს ორმა ქვეყანამ შეთანხმებას ხელი მოაწერა.
ასევე ითქვა, რომ რადგან თემა ყველას აინტერესებს, სინოდმა მიიღო გადაწყევტილება, რომ საპატრიარქოს ტელევიზიამ მოამზადოს გადაცემათა ციკლი დავით გარეჯის პრობლემატიკასა და ისტორიის უფრო დაწვრილებით ახსნისთვის“, – განაცხადა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები – ურთიერთდაპირისპირებულად წარმოაჩინოს!
ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა,...
ნახეთ,რომელი დაწესებულებები არ იმუშავებს ხვალ
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 16 მაისს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ გამართულ აქციას ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია...
საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი...
პრაღაში ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი მიმდინარეობს
რიგით მეორე ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა გახსნეს. რატი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა მხარეებს შორის უკვე...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდი ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის ფრენბურთელ ვაჟთა სტუდენტურმა გუნდმა საქართველოს 2024 წლის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ოქროს თასი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა....