ირაკლი კობახიძე: ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ მათ საგამოძიებო კომისიაში შესვლით არჩევნების „გაპრავება“ მოუწევდათ
ოპოზიციას უჭირს საგამოძიებო კომისიაში შესვლა, რადგან ეს კომისია დაადასტურებს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ეშინია თუ არა ოპოზიციას არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის, კობახიძე ამბობს, რომ ეს მათი პირადი საუბრებიდან ჩანს.
„ეს მათი პირადი საუბრებიდან ჩანს. იყო ასეთი შემთხვევები. ოპოზიცია პირადი საუბრებისას გვეკითხებოდა, თუ რამდენად აღმოჩნდებოდა იქ 1%-ზე მეტი გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ვართ წელგამართული, რადგან არჩევნები არ გაყალბებულა, მაშინვე ამბობდნენ, რომ მათ საგამოძიებო კომისიაში შესვლით მოუწევდათ არჩევნების „გაპრავება“. ეს იყო მათი მესიჯი, რაც ღიმილისმომგვრელია.
რა თქმა უნდა, ბუნებრივია, მათთვის ერთი მხრივ, ამ რიტორიკის გამო რთულია პარლამენტში შესვლა და ბუნებრივია, კიდევ უფრო რთულია, საგამოძიებო კომისიაში შესვლა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს კომისია დაადასტურებს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, არჩევნების გაყალბების საკითხთან დაკავშირებით საუბარი ოპოზიციასთან არაერთხელ ჰქონდათ და დებატებიც შესთავაზეს.
„ჩვენ მათ დავუმტკიცეთ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, მათ შორის დავუმტკიცეთ ის, რომ გაყალბდა არა არჩევნები, არამედ, ISFED-ის პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, 8%-იანი მაჩვენებელი და ასე შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...