ირაკლი კობახიძე: პარლამენტში წარმოდგენილია სამი პარტია, რითაც ჩანს, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ თავის მიზანს ვერ მიაღწია

Read Time:40 Second

დღეს არის მოცემულობა საქართველოს პარლამენტში, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილია სამი პოლიტიკური პარტია. აქედან უკვე ჩანს, რომ რადიკალურმა ფრთამ თავის მიზანს ვერ მიაღწია, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდი რადიკალურ ოპოზიციასთან მიმართებით გადაწყვეტილებას პრაგმატულად იღებს, რაზეც მეტყველებს ის, რომ პარლამენტმა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატი არ შეუწყვიტა.

„მათ გამოიყენეს გარკვეული პროცედურული ინსტრუმენტები საბოტაჟის განსახორციელებლად და ჩვენ ვაჩვენეთ მათ, რომ კონსტიტუცია გვანიჭებს ბევრად უფრო ეფექტიან ინსტრუმენტს ამ პროცედურული ინსტრუმენტების საპირისპიროდ. ეს არის სამართლებრივი პროცედურული ინსტრუმენტი, რომელიც მინიჭებული აქვს პარლამენტს და საპარლამენტო უმრავლესობას კონსტიტუციის მხრიდან და ჩვენგან, ბუნებრივია, არ იქნებოდა პრაგმატული გადაწყვეტილება, თუ ამ ინსტრუმენტს არ გამოვიყენებდით. თუმცა, სამომავლოდ გაგრძელდება ეს პროცესი. შეიძლება კიდევ ერთხელ შემოიტანონ ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადი მანდატების შეწყვეტაზე და მომდევნო ჯერზე ხელახლა გადავხედავთ საკუთარ გადაწყვეტილებას და იმ მომენტისთვის არსებული გარემოებების შესაბამისად მივიღებთ ახალ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ მათ საგამოძიებო კომისიაში შესვლით არჩევნების „გაპრავება“ მოუწევდათ
Next post ირაკლი კობახიძე: დღეს „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, რადიკალური ოპოზიციის პოზიციები კი სერიოზულადაა შესუსტებული