ირაკლი კობახიძე: ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ მათ საგამოძიებო კომისიაში შესვლით არჩევნების „გაპრავება“ მოუწევდათ

Read Time:51 Second

ოპოზიციას უჭირს საგამოძიებო კომისიაში შესვლა, რადგან ეს კომისია დაადასტურებს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ეშინია თუ არა ოპოზიციას არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის, კობახიძე ამბობს, რომ ეს მათი პირადი საუბრებიდან ჩანს.

„ეს მათი პირადი საუბრებიდან ჩანს. იყო ასეთი შემთხვევები. ოპოზიცია პირადი საუბრებისას გვეკითხებოდა, თუ რამდენად აღმოჩნდებოდა იქ 1%-ზე მეტი გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ვართ წელგამართული, რადგან არჩევნები არ გაყალბებულა, მაშინვე ამბობდნენ, რომ მათ საგამოძიებო კომისიაში შესვლით მოუწევდათ არჩევნების „გაპრავება“. ეს იყო მათი მესიჯი, რაც ღიმილისმომგვრელია.

რა თქმა უნდა, ბუნებრივია, მათთვის ერთი მხრივ, ამ რიტორიკის გამო რთულია პარლამენტში შესვლა და ბუნებრივია, კიდევ უფრო რთულია, საგამოძიებო კომისიაში შესვლა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს კომისია დაადასტურებს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, არჩევნების გაყალბების საკითხთან დაკავშირებით საუბარი ოპოზიციასთან არაერთხელ ჰქონდათ და დებატებიც შესთავაზეს.

„ჩვენ მათ დავუმტკიცეთ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, მათ შორის დავუმტკიცეთ ის, რომ გაყალბდა არა არჩევნები, არამედ, ISFED-ის პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, 8%-იანი მაჩვენებელი და ასე შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოქმედებდა როგორც გროსმაისტერი, რომელიც წინასწარ თვლიდა ათზე მეტ სვლას
Next post ირაკლი კობახიძე: პარლამენტში წარმოდგენილია სამი პარტია, რითაც ჩანს, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ თავის მიზანს ვერ მიაღწია