ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოქმედებდა როგორც გროსმაისტერი, რომელიც წინასწარ თვლიდა ათზე მეტ სვლას

Read Time:54 Second

ბიძინა ივანიშვილის გასვლა პოლიტიკიდან არის სერიოზული გამოწვევა ჩვენი გუნდისთვის და არა მარტო გუნდისთვის, ზოგადად ქვეყნისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ის იყო სტაბილურობის მთავარი გარანტი ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ეკავა პოლიტიკური თანამდებობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის ყოფილი ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ქვეყანაში განსხვავებული პოლიტიკური ვითარებაა და მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა მაქსიმალურად დაიხარჯოს, რათა ამ გამოწვევებს უპასუხოს.

„ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა განსაკუთრებული პოლიტიკური კაპიტალი, რაც უკავშირდება სხვადასხვა გარემოებას, მათ შორის უპრეცედენტო ქველმოქმედებას, რომლითაც გამოირჩეოდა. 3-მილიარდიან ქველმოქმედებაზეა საუბარი და ეს, ბუნებრივია, ითარგმნებოდა მათ შორის, საბოლოო ჯამში პოლიტიკურ კაპიტალში. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი იყო 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემოქმედი და ეს ნიშნავს განსაკუთრებულ პოლიტიკურ კაპიტალს. ამასთან ერთად ყველაზე მთავარი იყო მისი ინტელექტუალური რესურსი, რომლითაც ის მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესში. ერთხელ პოსტი მივუძღვენი ამ ყველაფერს და კიდევ გავიმეორებ, რომ ის პოლიტიკაში მოქმედებდა, ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, როგორც გროსმაისტერი, რომელიც წინასწარ თვლიდა ათზე მეტ სვლას, ვიდრე მიიღებდა გარკვეულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მისიაა გააგრძელოს 2012 წელს აღებული გეზი, რისი კულმინაციაც 2024 წელს ევროკავშირში წევრობის შესახებ ოფიციალური განაცხადის შეტანაა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა ამისთვის სრულფასოვნად უნდა იყოს მომზადებული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესის აღდგენამდე სკოლებში ინტენსიური მზადება მიმდინარეობს
Next post ირაკლი კობახიძე: ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ მათ საგამოძიებო კომისიაში შესვლით არჩევნების „გაპრავება“ მოუწევდათ