ირაკლი კობახიძე: დღეს „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, რადიკალური ოპოზიციის პოზიციები კი სერიოზულადაა შესუსტებული

Read Time:46 Second

რადიკალური ოპოზიციის რესურსი საქართველოს იმიჯის დაზიანების კუთხით სერიოზულად შემცირებულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს და მის ხელისუფლებას საერთაშორისო არენაზე უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს.

„დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა ყველა მიმართულებით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან – როგორც ევროკავშირთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტში ჩვენს ხელისუფლებას – ქვეყანას და ხელისუფლებას, ხაზგასმით ვამბობ ამას, აქვს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა და იმ ვითარებაში, რაც ჩვენ მივიღეთ არჩევნების შემდეგ, სერიოზულად არის შესუსტებული რადიკალური ოპოზიციის პოზიციები. ეს ყველაფერში ძალიან კარგად ჩანს. ამას ემატება ასევე თვითლუსტრაცია, რომელიც პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება. ვხედავთ, რომ ისინი ღიად უპირისპირდებიან დასავლურ ინსტიტუტებს, ამ ქვეყნების და ინსტიტუტების წარმომადგენლებს ჩვენს ქვეყანაში, პირველ რიგში ელჩებს. ამ ვითარებაში, ვხედავთ, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება პროცესი. ანუ მიმდინარეობს თვითლუსტრაცია იმ პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომლებსაც არ შესწევთ უნარი დადებითი წვლილი შეიტანონ დემოკრატიული პროცესების განვითარებაში და ამის საპირწონედ ძლიერდებიან გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებსაც კონსტრუქციული წვლილის შეტანის სურვილი და რესურსი აქვთ“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: პარლამენტში წარმოდგენილია სამი პარტია, რითაც ჩანს, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ თავის მიზანს ვერ მიაღწია
Next post ზურაბ აბაშიძე – მაქსიმალურად ვეცდებით, ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოვიყენოთ