ირაკლი ხმალაძე: ვაკის პარკში თვითნებურად არანაირი მშენებლობა არ დაიწყება
ასე ულტიმატუმის ენით საუბარი მერიის წინააღმდეგ, მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ, მით უმეტეს მნიშვნელოვანი პროექტის ირგვლივ, რომელიც ეხება ვაკის პარკის ტერიტორიას არ შეიძლება. მე გარანტიას გაძლევთ რომ თვითნებურად ვაკის პარკში არანაირი მშენებლობა არ დაიწყება. როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ ნებართვა არ გავცეთ და ვაკის პარკში დაიწყოს მშენებლობა ინვესტორმა, ეს არის გამორიცხული, მიუღებელი. ეს ვერ მოხდება. მარტო ჩემთვის არა, მთლიანად ქალაქისთვის, მოსახლეობისთვის არის მიუღებელი, – თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა თბილისის მერიის პოზიცია ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა დაუშვებელია.
„რა თქმა უნდა, ამის სადარაჯოზე ვდგავართ და ვიქნებით და ამას არ დაუშვებს, მაგრამ მეორე საკითხია რა უნდა ვქნათ ამის თავიდან ასაცილებლად და რა თქმა უნდა, ძალადობრივი ენით არც კომპანიასთან და არც ბიზნესთან და არავისთან არ უნდა ვილაპარაკოთ. არ ყოფილა ეს ჩვენი გეგმა და არც ახლა იქნება. ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით კომპანიას მოლაპარაკების მაგიდისკენ და გვქონდა კონკრეტული შეთავაზებები. კიდევ ერთხელ ვამბობ, მძიმეა ამ საკითხის დახურვა, მოგვარება იმ იდეალური ბალანსით, როგორც ჩვენ გვინდა, რომ არ დაზარალდეს არც საჯარო და არც კერძო ინტერესი, საკმაოდ მძიმე ტვირთი გვაწევს რომ 2013 წელს ასეთი ძვირადღირებული გადაწყვეტილება, საგამონაკლისო გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმდროინდელი მერის მიერ და რეალურად, ეს ტვირთი არის გვადევს და ამას უნდა გარკვეულწილად პასუხის გაცემა. მე გამოსავალს ვხედავ მხოლოდ იმაში, რომ დავსხდეთ კომპანიასთან და გარკვეული აქტივების მონაცვლეობაზე მოვილაპარაკოთ, მიუხედავად იმისა, რომ საუბარია 20 მლნ ლარამდე ღირებულების მიწის ნაკვეთის მონაცვლეობაზე და ეს თემა ასე უნდა დავამთავროთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა...
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993...
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ,...
ჩეხურ-ქართული მეორე სამართლებრივი ფორუმი დასრულდა
სამართლებრივი ფორუმის მუშაობა იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა დასკვნით სიტყვაში შეაჯამეს. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩეხეთის გამოცდილების...