შალვა პაპუაშვილი: ჩიჩხიტურის მონასტერთან არსებული მონაკვეთი ისტორიულადაც და სამართლებრივაც საქართველოს ტერიტორიაა
პარლამენტის წევრი, შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ დავით გარეჯის ჩიჩხიტურის მონასტერთან არსებული მონაკვეთი საქართველოს ტერიტორიაა და ამის შესახებ სახელმწიფოს და მმართველი გუნდის პოზიცია საკმაოდ ნათელია.
„გარეჯის საკითხზე ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ სისხლის სამართლის საქმე და ამ საკითხის პოლიტიკური ნაწილი. სისხლის საქმესთან დაკავშირებით კომპეტენტურია პროკურატურა და ახლა უკვე სასამართლო. კარგია, რომ მალე დასრულდა გამოძიება და საქმე წარიმართა სასამართლოში. იმედი მაქვს, რომ დასრულდება პროცესი და საზოგადოება გაიგებს იყო თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს და განცხადებას რა არის საქართველოსი და რა არ არის. ამაზე არსებობს საერთაშორისო ექსპერტიზაც, რომელიც ჩაუტარდა იმ ხელშეკრულებებს და რუკებს, რომელიც არსებობდა და საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფმა განაცხადა, რომ არსებული დოკუმენტაციით საქართველოს ძლიერი პოზიციები აქვს და სამწუხაროდ, მოლაპარაკებების დროს ეს პოზიციები არ იყო გამოყენებული. გარკვეული პოლიტიკოსებისგან ჩვენ ადრეც მოგვისმენია განცხადებები, რომ ეს ტერიტორია მთლად ჩვენიც არ არის და შეიძლება სხვისია – ასეთი განცხადება ჩვენთვის მიუღებელია. კითხვის ნიშანი საერთოდ არ დგას იმასთან დაკავშირებით, რომ იმ მონაკვეთზე, რომელზეც არის საუბარი – ჩიჩხიტური და ქედთან გავლებული მონაკვეთი, ჩვენი პოლიტიკური გუნდის და ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია საკმაოდ ნათელია. ეს არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ სამართლებრივადაც საქართველოს ტერიტორიაა. რა თქმა უნდა, საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია მოლაპარაკებების საგანია და ურთიერთშეთანხმება არის საჭირო, თუმცა სამართლებრივ საფუძველზე რაიმე კითხვის დასმა შეუძლებელია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ვატო შაქარიშვილი: სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მათი ოფიციალური პირები მონაწილეობენ არჩეული ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ჩანაცვლების მცდელობაში
სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!!! მეტი რა უნდა მოხდეს?! ორი დღეა სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირები დგანან რევოლუციური...
მამუკა მდინარაძე: მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ. ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პერსონალურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც კატეგორიულად მოვითხოვ, რომ თუ ასეთი მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!-...
დავით ზილფიმიანი მიხაელ როთზე: მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა გრძნობები და მრწამსი
მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა...
რატი იონათამიშვილი: უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო – დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა რამდენიმე ლოკაციაზე უნდა შეკრებილიყვნენ
უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო - დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა...
მიხეილ ყაველაშვილი: ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე უარესია, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს აყენებს შეურაცხყოფას ჩვენი ეკლესიის გაკრიტიკებით
„არ დაგვავიწყდეს, რომ FARA-ს მეშვეობით გავიგეთ ჩვენ სააკაშვილის და მისი ლობისტების მიერ გადახდილი თანხების შესახებ. ახლა კი დაველოდებით ინფორმაციას იმის...
სოზარ სუბარი: ოპოზიცია ისედაც არ შემოდიოდა სამართლებრივ დებატებში და მათი იქ არყოფნა ვერაფერს დააკლებს პარლამენტის მუშაობას
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოცხადებულ საპარლამენტო ბოიკოტს. სუბარის თქმით, ოპოზიცია აქამდეც სამართლებრივ დებატებში...