კახა კალაძე: სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობენ მავნებელი ძალები, რომლებსაც ქვეყანაში სიტუაციის არევა სურთ
„2012 წლის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული განვითარების გზას დაადგა, განხორციელდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები. თუმცა, დღესაც ბევრია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არსებული გამოწვევები, რომელსაც ღირსეული პასუხი სჭირდება“, – განაცხადა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენისას.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობენ მავნებელი ძალები, რომლებსაც ქვეყანაში სიტუაციის არევა, დესტაბილიზაცია სურთ.
„ამ კონკრეტულ ძალებს სურთ, რომ ქართული სახელმწიფო, ქართველი ხალხი ნებისმიერი გზით დაზიანდეს და დაზარალდეს, რათა არეულობისთვის შესაბამისი ფონი შექმნან. მათი ტელევიზიებიდან გამუდმებით ვისმენთ სიცრუეს, ცილისწამებას და საზოგადოებაში დაძაბულობის შეტანის მცდელობებს.
თუმცა, ქართველი ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს და ზუსტად ამჩნევს, თუ ვის მხარეს არის სიმართლე. სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ზრუნავს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვასა და მოქალაქეებზე.
„ქართული ოცნების“ მთავარი ღირებულებაა ადამიანი, მისი სიცოცხლე და უფლებები, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში ფეხქვეშ იყო გათელილი. დღეს, ქვეყანაში მშვიდობიანი, თავისუფალი გარემოა და მოქალაქეებს სახელმწიფოს ნდობა აქვთ, სახელმწიფო კი თავის მხრივ საკუთარ მოქალაქეს გვერდით უდგას. ჩვენი ქვეყნის წინაშე საგარეო გამოწვევებიც მრავლად არის.
ოკუპაცია, გლობალური პანდემია და ეკონომიკური კრიზისი ის საკითხებია, რაც დღეს ყველაზე მტკივნეული და მნიშვნელოვანია. თუმცა, „ქართული ოცნების“ ერთიანი და ეფექტური გუნდი მზად არის, თქვენთან ერთად ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს, გაუმკლავდეს ისეთივე წარმატებით, როგორც ეს კორონავირუსის პირველი ტალღის მართვის შემთხვევაში მოვახერხეთ. დარწმუნებული ვარ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ და საქართველოს წარმატებაზე ზრუნვას, საქართველოს განვითარებაზე ზრუნვას ერთიანი ძალისხმევით განვაგრძობთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონში არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას, არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით
"ეს არის პრაქტიკულად ქართველი ხალხის გამარჯვება - აგონიაში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო კანონის კითხვა, თან გაუკუღმართებულად,” - განაცხადა გურამ...
ვეტოს პროცედურა კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია განხორციელდეს მოტივირებული შენიშვნების გარეშე – გივი მიქანაძე
საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნისა და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. მმართველი გუნდი მზად არის, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს...
ლევან ხაბეიშვილი: წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ – სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
“წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ...
მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა – რატი იონათამიშვილი
ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...