საქართველოში კორონავირუსი კიდევ 519 ადამიანს დაუდასტურდა, 253 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 519 ადამიანს დაუდასტურდა, 253 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 11271 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6119 ადამიანი, გარდაიცვალა 78 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 5971 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
“ვერ ხედავს, არ ესმის; ზურას ეს მდგომარეობა – შეუცნობადია…” – მანანა ბერიკაშვილი ძმაზე
28 დეკემბრიდან მალე ხუთი თვე გავა, რაც ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 55 წლის მსახიობს მოულოდნელად გული გაუჩერდა, რამაც...
თბილისში საპროტესტო მსვლელობა იმართება
თბილისში საპროტესტო მსვლელობა იმართება. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე და დედაენის ბაღში შეიკრიბნენ. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეების განცხადებით, მათი მოთხოვნაა, რომ დაუყოვნებლივ...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა გამარჯვებულები გამოავლინა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების პოპულარიზაციის მიზნით, აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების დამამთავრებელი...
რატი ბრეგაძე: „მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც, მიუხედავად იმ ძალიან დიდი ზეწოლისა, იმ პერიოდში თავის საქმიანობას ახორციელებდა პირნათლად და პატიოსნად სახელმწიფოს წინაშე“
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს, ვინც მუშაობდა საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა. „მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც, მიუხედავად იმ ძალიან დიდი ზეწოლისა, იმ პერიოდში თავის საქმიანობას ახორციელებდა პირნათლად და პატიოსნად სახელმწიფოს წინაშე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა საჯარო ლექცია ჩაატარა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა, სტუ-ის საპატიო დოქტორმა ვილჰელმ ჰაუზერმა საჯარო ლექცია - “ეკონომიკური...