იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს განვითარებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე
ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხის დამამუშავებელი ქარხნის – შპს “სიარპი ვუდის” პერსონალს შეხვდა.
შეხვედრაზე იოსებ ხახალეიშვილმა იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელთა განვითარებასა და ხელშეწყობაზე მერობის შემთხვევაში განსაკუთრებულ აქცენტებს გააკეთებს.
“ჩვენი გუნდის ეკონომიკური პოლიტიკის ამოსავალი არის ბიზნესის თავისუფლება, ბიზნესთან აქტიური დიალოგი და მისთვის პროგნოზირებადი გარემოს უზრუნველყოფა. აუცილებელია შეიქმნას „თამაშის“ სამართლიანი წესები,
შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მიეცეს შესაძლებლობა კერძო სექტორს, მოიპოვოს კონკურენტული წვდომა მსოფლიო ბაზრებზე. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, სადაც კერძო სექტორი არის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებაზე, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომ განვითარებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე და ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებაზე.
ქუთაისური ავეჯი წლების წინ ცნობილი გახლდათ მაღალი ხარისხით და ექსპორტზეც დიდი მოთხოვნით გამოირჩეოდა. მერობის შემთხვევაში, ვგეგმავ მაქსიმალურად შევუწყო ხელი ქუთაისის ხის დამამუშავებელი საწარმოების განვითარებას, რათა ქუთაისურმა პროდუქციამ ისევ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიო ბაზარზე”,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული, ერთი მაგალითი დაგვისახელონ, როდესაც საქართველომ რუსეთის ინტერესებით იხელმძღვანელა. მე ათს დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ რუსეთის ინტერესები გაატარა
ათს [მაგალითს ]დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ არათუ რუსეთის ინტერესები გაატარა, რასაც დღეს ვხედავთ, რაც საქართველოს პრობლემაა,...
გიორგი გაბუნია: გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს სჭირდება მეგობრები, პარტნიორები
გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს...
გიორგი ვოლსკი აქციებზე: თუ ვკითხულობთ, ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს, ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!
ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს [აქციებს], ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე
ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა...
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა, თუ სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გამოაცხადებენ ლიდერად, ეს იქნება კარგი ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ორ წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ რამენაირად არიონ ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი დააანონსა რეალურად სალომე...
ირაკლი კობახიძე ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე: ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საპროტესტო აქციებში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა არასერიოზულია. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თურქეთში განუცხადა, ეს უარყოფითად აისახება...