მცხეთა – მთიანეთში ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

Read Time:28 Second
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფელ დულუზაურების, ჩაბანოს, გოჯიანების,  სხლოვანის, კვერნაულას და ახალსოფლის მოსახლეობას შეხვდა.
შალვა კერესელიძემ ადგილობრივებთან იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლის  განხორციელებასაც „ქართული ოცნების“ გუნდი მცხეთა – მთიანეთის მუნიციპალიტეტში აპირებს.
როგორც ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა,  საქართველოს ხელისუფლების  გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სოფლებს მთის სტატუსი უკვე მინიჭებული აქვთ,  რაც გაზრდილ პენსიას და კომუნალურ გადასახადებზე შეღავათებს გულისხმობს. მისი თქმით,  ცენტრალური ხელისუფლების დახმარებითვე სოფლებში მოგვარებულია საგზაო ინფრასტრუქტურის, სასმელი წყლის და გაზიფიცირების პრობლემა.
,,ამ სოფლებში „ძირითადი პრობლემები მოგვარებულია. აქ  პირველი რიგის პრიორიტეტებად სხვა საჭიროებები  – გარე განათებების, სპორტული მოედნების და სკვერების მოწესრიგება დგას,“-განაცხადა შალვა კერესელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სკოლა ვალდებული იქნება, სკოლის ტერიტორიაზე სამედიცინო პუნქტების მუშაობისთვის შესაბამისი პირობები შექმნას
Next post იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს განვითარებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე