რატი იონათამიშვილი – გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიები ერთმანეთის ამომრჩევლის ხმის წართმევაზე არიან გადასულები

Read Time:22 Second

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიები გადასულები არიან ერთმანეთის ამომრჩევლის ხმის წართმევაზე.

ჟურნალისტებთან საუბარში რატი იონათამიშვილი „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებულ ვითარებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ სინამდვილეში „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ შემავალი პარტიები ერთმანეთს კონკურენტებად აღიქვამენ.

„მათ იციან, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე რეალურ კონკურენციას ვერცერთი მათგანი ვერ გაუწევს. ამიტომ, გადასულები არიან ერთმანეთის ამომრჩევლის ხმის წართმევაზე. ეს მათი რეალური ამოცანაა და მათ ამ ტაქტიკას საზოგადოება ხედავს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს განვითარებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე
Next post თეა წულუკიანი – „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი დანაყოფების პოლიტიკური მომავალი კვლავ ნულთან ახლოს არის, თავიანთ არქიტექტორს ვერ ელევიან