გიორგი ცუცქირიძე: უკრაინის “საინვესტიციო იმედად” შერაცხული ვაშალომიძის ვიზიტი და სააკაშვილი უკრაინიდან წამოსვლის დაანონსება, უკრაინაში საინვესტიციო ჩავარდნის თავის დაღწევის მორიგ მცდელობას ხომ არ უკავშირდება?
,,მე ვბრუნდები, განაცხადა სულ რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა და ოპტიმიზმითაც აავსო მხარდამჭერთა არმია, და როგორც ჩანს ჩამოსასვლელი გზამკვლევიც მოძებნა, ლევან ვარშალომიძის სახით. უფრო სწორედ დატესტა თავისებურად, იმედიც და გათვალაც ალბათ ჰქონდა დამხვედრი აუდიტორიის სიმრავლეზე”,- ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საინტერესოა ხომ არ უკავშირდება უკრაინის “საინვესტიციო იმედად” შერაცხული ვაშალომიძის ნაადრევი ვიზიტი და თავად სააკაშვილი უკრაინიდან წამოსვლის დაანონსებაც, უკრაინაში წარუმატებელი რეფორმებს.
,,სააკაშვილის ბოლო ვიდეო მიმართვა და მისი მსტოვრის ეს ვიზიტიც თავისებური გათვლა იყო, რასაც უნდა შეექმნა მისი დაბრუნების გარდაუვალობა, თუმცა რამდენად გამოუვიდა ეს უკვე სხვა საკითხია. თავად დამხვედრ მხარადმაჭერთა აშკარად სიმცირემ, რაც თითზე ჩამოსათვლელი ადამიანების რაოდენობით შემოიფარგლა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის რეალობა, რომ ქართული საზოგადოება არც 2003 წელში და არც 2012 წელშია დარჩენილი. ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული ოპოფლანგის იმედები, რომ გლობალური პანდემია და ეკონომიკური პრობლემები, რაზეც დღემდე სიცრუის ფაბრიკაციით და მანიპულირებით ცდილობს ნაცოპოზიციის მხარდამჭერი მედია, საპროტესტო მუხტის ასაწევად არ გამართლდა. კრიზისამდეც, მათი იდეისაგან გაცლილი შეთხელებული თეატრალიზირებული პერფომანსებიც ამის თავისებური მდგენელი იყო. ისე კი საინტერესოა, ლამის უკრაინის “საინვესტიციო იმედად” შერაცხული ვაშალომიძის ნაადრევი ვიზიტი და თავად სააკაშვილი უკრაინიდან წამოსვლის დაანონსებაც, ხომ არ უკავშირდება, უკრაინაში წარუმატებელი რეფორმების და საინვესტიციო ჩავარდნის თავის დაღწევის მორიგ მცდელობას?- წერს გიორგი ცუცქირიძე.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ეკა სეფაშვილი: გამჭვირვალობის შესახებ კანონს პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით მიიღებს – ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ხვალ, 14 მაისს, პარლამენტი იმოქმედებს მოსახლეობის...
გიორგი ზერეკიძე რადიკალებზე: ვფიქრობ, ჩემი დუმილი დანაშაულია. ვატყობ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, მივიდეთ არჩევნებამდე. მათი მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაა
ვფიქრობ, ჩემი დუმილი დანაშაულია. ვატყობ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, მივიდეთ არჩევნებამდე. მათი მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაა, - გადაცემაში „იმედი...
იაგო ხვიჩია: გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ
გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია...
მამუკა მდინარაძე: სლოგანებით გადაწყვეტილების მიღება არის დამღუპველი, ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს
მათი [ოპოზიციის] თქმით, შარშან მივდიოდით მოსკოვისკენ და ასე მოსკოვისკენ სიარულით აღმოვჩნდით ევროპაში, კანდიდატის სტატუსით, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“...
დაჩი ცაგურია რადიკალებზე: სტრატეგიული ობიექტები მათ რუსეთს გადასცეს. ვინც მოუტანა ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, თურმე ახლა იმათ წინააღმდეგ ღამე უნდა გაათენონ
ვინც მოუტანა ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, თურმე ახლა იმათ წინააღმდეგ ღამე უნდა გაათენოს იმან, ვინც ყველაფერი რუსეთს...
სოზარ სუბარი: პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ კანონპროექტს ის ვეტოს დაადებს – სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი იქცა უბრალო სათამაშო იარაღად, „გლობალური ომის პარტიის“ ხელში
მიზანი არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გამოიყენონ სახელმწიფო გადატრიალებისთვის და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისთვის. ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი არის იარაღი...