გიორგი გახარია: ზოგიერთებივით მხოლოდ ფასადურად არ ვაკეთებთ პიარს, პირიქით, ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ და შემდეგ მოვდივართ თქვენთან

Read Time:57 Second

ჩვენ ზოგიერთებივით მხოლოდ ფასადურად არ ვაკეთებთ პიარს. პირიქით, ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ და შემდეგ მოვდივართ თქვენთან და გეუბნებით, მოდით, გავაგრძელოთ ეს საქმე ერთად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელვაჩაურში, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანზორ ბოლქვაძისა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის მიერ განხორციელებული პროგრამები მოქალაქეებს უფრო დიდ კომფორტს უქმნის და კეთილსინდისიერი შრომისთვის ხელს უწყობს.

„ყველაზე მნიშვნელოვანია სამართლიანი სახელმწიფო, რომელიც კეთილსინდისიერ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, ღირსეულად იშრომოს და არჩინოს ოჯახი. ეს არის სახელმწიფოს ყველაზე დიდი ფუნქცია, თუმცა ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფოს მოვალეობაა პირველ რიგში, წესრიგში მოიყვანოს სისტემური ინფრასტრუქტურა – ის, რომ თქვენთან არ უნდა იყოს გაზმომარაგების, წყლის, გზების პრობლემა. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ბევრი კარგი საქმეა დაწყებული და დასრულებულიც, მაგრამ კიდევ ბევრი რამ გვაქვს დასასრულებელი ერთად. ჩვენ ეს პრობლემები დღეს არ აღმოგვიჩენია. წლებია ამ პრობლემებზე ვმუშაობთ და თითოეული მოქალაქე ამას ხედავს. ჩვენ ზოგიერთებივით მხოლოდ ფასადურად არ ვაკეთებთ პიარს. პირიქით, ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ და შემდეგ მოვდივართ თქვენთან და გეუბნებით, მოდით, გავაგრძელოთ ეს საქმე ერთად. ბევრი წამოწყება, რომელმაც კონკრეტული შედეგი მოუტანა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, არის დასასრულებელი. დარწმუნებული ვარ, ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში“, – განაცხადა გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ცუცქირიძე: უკრაინის “საინვესტიციო იმედად” შერაცხული ვაშალომიძის ვიზიტი და სააკაშვილი უკრაინიდან წამოსვლის დაანონსება, უკრაინაში საინვესტიციო ჩავარდნის თავის დაღწევის მორიგ მცდელობას ხომ არ უკავშირდება?
Next post ირაკლი ჩიქოვანი: რა ღირსებითაც შევალ, იმ ღირსებით გამოვალ პარლამენტიდან და ვადის ამოწურვის შემდეგ თქვენთან შეხვდრის არ შემრცხვება