ირაკლი ჩიქოვანი: რა ღირსებითაც შევალ, იმ ღირსებით გამოვალ პარლამენტიდან და ვადის ამოწურვის შემდეგ თქვენთან შეხვდრის არ შემრცხვება

Read Time:37 Second

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოქალაქეებთან შეხვედრას განაგრძობს, ის ამჯერად სოფელ ცაცხვში გალაკტიონ ტუფურიას ოჯახში ადგილობრივებს შეხვდა:

,,ცაცხველებს გავაცანი ჩემი გეგმები და მიდგომები. მიხარია, რომ სოფელში ეროვნული მოძრაობის წევრის და ზუგდიდის პირველი პრეფექტის, თამაზ ჟორჟოლიანის სახელობის სკვერი იქნება. პროექტირება უკვე  დასრულების ეტაპზეა. პროექტირების სამუშაოები მიმდინარეობს სოფლის წყალმომარაგების კუთხითაც. ბოლო პერიოდში ამ სოფელში ბევრი რამ გაკეთდა.  მოსახლეობამ ყველაზე მნიშვნელოვან განხორციელებულ პროექტად რუსთაველის ქუჩაზე გზის და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება დაგვისახელა. ცაცხვის რელიეფიდან გამომდინარე სანიაღვრეები ბევრგანაა საჭირო და ეს პრობლემა ბოლომდე გადაჭრილი არ არის, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას მისი მოგვარების გეგმები აქვს.

ადგილობრივებთან პირობა დავდე, რომ რა ღირსებითაც შევალ, იმ ღირსებით გამოვალ პარლამენტიდან და ვადის ამოწურვის შემდეგ მათთან შეხვედრის არ შემრცხვება“ განაცხდა ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანი ადგილობრივებს ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსთან გიორგი შენგელიასთან ერთად შეხვდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: ზოგიერთებივით მხოლოდ ფასადურად არ ვაკეთებთ პიარს, პირიქით, ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ და შემდეგ მოვდივართ თქვენთან
Next post ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებს მშვიდობისმყოფელის დღე მიულოცა