შაბათი, მარტი 21, 2026

ირაკლი წულაია: „ფრონტერა“ აცხადებს რომ გათხრილი ჭაბურღილების რაოდენობა 56-ია. რეალურად „ფრონტერამ“ მხოლოდ 1 ჭაბურღილი გაბურღა და ისიც წარუმატებლად


ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ბიზნესი იმედზე“ ავტორი ირაკლი წულაია „ფრონტერას“ საკითხით დაინტერესდა და რამდენიმე კონკრეტული დეტალი გაარკვია. მან ერთმანეთს შეადარა მოსარჩელე მხარეების მიერ მოწოდებული ინფორმაცია და აღმოჩნდა შემდეგი:
„ფრონტერას“ ვერსიით, 1997 წლიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 580 მილიონ დოლარს აღწევს. სახელმწიფო კი ამტკიცებს, რომ თანხა რამდენიმე ასეული მილიონით ნაკლებია.

„ფრონტერა“ აცხადებს რომ გათხრილი ჭაბურღილების რაოდენობა 56-ია. სახელმწიფოს ინფორმაციით, „ფრონტერამ“ მხოლოდ 1 ჭაბურღილი გაბურღა და ისიც წარუმატებლად.

„ფრონტერა“ ამბობს, რომ 300 მილიარდი კუბური მეტრი გაზის და 10 მილიარდი ბარელი ნავთობის პოტენციალია საქართველოში. სახელმწიფოს განცხადებით, კი ეს მხოლოდ ჰიპოთეტური ციფრებია და დადასტურებული არ არის.

2019 წელს კომპანია „ფრონტერას“ 90-მდე თანამშრომელი გაიფიცა, ისინი აცხადებდნენ, რომ 11 თვის ხელფასი არ აუღიათ. გაფიცულები კომპანიამ სამსახურიდან გაათავისუფლა.

კონტრაქტის მიხედვით, 2017 წელს, „ფრონტერას“ უწევდა ტერიტორიის იმ ნაწილის დათმობა, სადაც არ აწარმოებდა ნავთობის მოპოვებას, მაგრამ ტერიტორიის დაბრუნებაზე კომპანიამ უარი განაცხადა, რაც დავის ძირითადი საგანი გახდა.

სახელმწიფოს და ფრონტერას დავა განსახილველად საერთაშორისო არბიტრაჟში წავიდა. სასამართლომ თითქმის სრულად დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნები და ფრონტერას ტერიტორიის სახელმწიფოსთვის გადაცემა დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ფრონტერა“ საქართველოში 1997 წელს შემოვიდა, მას დედოფლისწყაროს რაიონში ნავთობი და გაზი უნდა მოეპოვებინა.

https://www.imedi.ge/ge/video/54909/irakli-tsulaia-2017-tsels-pronteras-utsevda-teritoriis-im-natsilis-datmoba-sadats-ar-atsarmoebda-navtobis-mopovebas-magram-teritoriis-dabrunebaze-kompaniam-uari-ganatskhada–rats-davis-dziritadi-sagani-gakhda#!?type=2&page=1

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჩემთვის მართლაც წმინდანია… ნახავთ, რომ მალე მას წმინდანად შერაცხავს ეკლესია… – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი პატრიარქზე

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი იხსენებს.იგი აღნიშნავს, რომ ილია მეორე მისთვის მართლაც წმიდანია და დარწმუნებულია, რომ მალე ეკლესია პატრიარქს წმინდანად შერაცხავს.„მასზე ამბობენ, რომ წმინდანიაო და ჩემთვის მართლაც წმინდანია... ნახავთ, რომ მალე მას წმინდანად შერაცხავს ეკლესია...როდესაც სწირავდა, ნათელს ასხივებდა. იყო ძალიან კაცთმოყვარე, ძალიან ღმრთის მოყვარე, ძალიან ძმათმოყვარე, მუდმივად ჰქონდა მსხვერპლგაღებისა და თავგანწირვის განწყობა... მჯერა, პატრიარქი ილია უფრო მეტად დაეხმარება იქიდან თავის სამშობლოს, თავის ქვეყანას, თავის ეკლესიას“, - აღნიშნავს ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი.ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე საზღვაო აკადემიის სტუდენტები, რექტორი და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, მარიამ ქვრივიშვილთან და მინისტრის მოადგილეებთან ერთად იმყოფებოდნენ.ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ირაკლი კობახიძე – საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით, ვიმედოვნებთ, ევროპა დაიბრუნებს სუვერენიტეტს, იდენტობას, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება

საუკუნეების განმავლობაში ჩვენი რწმენა აყალიბებდა ჩვენს ღირებულებებს, კულტურასა და ზნეობრივ ხედვას, რწმენა ძალისა და გზის მაჩვენებელი იყო თაობებისთვის, რაც ჩვენს ერს ეხმარებოდა გამოწვევების დაძლევაში და საკუთარი იდენტობის შენარჩუნებაში ისტორიის რთულ პერიოდებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქრისტიანობა საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია.„ქრისტიანობა საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია და წელს აღვნიშნავთ მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს — გარდამტეხ მომენტს, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ერის სულიერი და კულტურული განვითარება. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი რწმენა აყალიბებდა ჩვენს ღირებულებებს, კულტურასა და ზნეობრივ ხედვას. რწმენა ძალისა და გზის მაჩვენებელი იყო თაობებისთვის, რაც ჩვენს ერს ეხმარებოდა გამოწვევების დაძლევაში და საკუთარი იდენტობის შენარჩუნებაში ისტორიის რთულ პერიოდებში.ქრისტიანული კულტურული საფუძველი კვლავ რჩება ჩვენი საზოგადოების იდენტობის ცენტრალურ ნაწილად. ისტორიის განმავლობაში ჩვენი წინაპრები ევროპას იმ სივრცედ აღიქვამდნენ, სადაც მათი ქრისტიანული იდენტობა იქნებოდა დაცული. შესაბამისად, საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით, ჩვენი მემკვიდრეობის, რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით, რაც, თავისთავად, ურთულესი ამოცანაა.გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ევროპა დაიბრუნებს თავის სუვერენიტეტს, ქრისტიანულ იდენტობასა და ეკონომიკურ ძლიერებას მანამ, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელმა სასულიერო ლიდერებმა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.პანაშვიდს დაესწრნენ: ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და საქართველოში „ხსნის არმიის“ წარმომადგენელი სასულიერო პირები.ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სრულიად სომეხთა კათოლიკოს, გარეგინ მეორის ადვოკატის ცნობით, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა კათოლიკოსს ილია მეორის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცა

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა სრულიად სომეხთა კათოლიკოს, გარეგინ II-ს არ მისცა უფლება, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას დასწრებოდა. ამის შესახებ კათოლიკოსის ადვოკატმა, არა ზოჰრაბიანმა განაცხადა. „კიდევ ერთი უკანონობა, რომელიც აზიანებს ქვეყნის რეიტინგს. მოძმე ხალხისთვის ამ დიდი მწუხარების ჟამს მიზანშეწონილი იყო, სრულიად სომეხთა კათოლიკოსს მიეღო მონაწილეობა მომავალ საეკლესიო წირვაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელი იყო სრულიად სომეხთა კათოლიკოსისთვის რამდენიმე დღით სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს რესპუბლიკაში გამგზავრების ნებართვის მიცემა. ამასთან დაკავშირებით გამომძიებელს შუამდგომლობა წარვუდგინე. დღეს მივიღე პასუხი, რომ შუამდგომლობა უარყოფილია. ვწუხვარ, მაგრამ ეს კიდევ ერთი აშკარად უკანონო გადაწყვეტილებაა, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში. მედიის ცნობით, კათოლიკოსის ადმინისტრაციამ საქართველოს საპატრიარქოსგან მიიღო მოწვევა, რომ მონაწილეობა მიეღო 22 მარტს დაგეგმილ დაკრძალვის ცერემონიასა და ლიტურგიაში. აღსანიშნავია, რომ თებერვალში გარეგინ II-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მასიატსოტნის ეპარქიის ყოფილი წინამძღვრის, გევორკ საროიანის, თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამ საქმის ფარგლებში, მას ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა.

ბოლო სიახლეები