ირაკლი წულაია: „ფრონტერა“ აცხადებს რომ გათხრილი ჭაბურღილების რაოდენობა 56-ია. რეალურად „ფრონტერამ“ მხოლოდ 1 ჭაბურღილი გაბურღა და ისიც წარუმატებლად
ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ბიზნესი იმედზე“ ავტორი ირაკლი წულაია „ფრონტერას“ საკითხით დაინტერესდა და რამდენიმე კონკრეტული დეტალი გაარკვია. მან ერთმანეთს შეადარა მოსარჩელე მხარეების მიერ მოწოდებული ინფორმაცია და აღმოჩნდა შემდეგი:„ფრონტერას“ ვერსიით, 1997 წლიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 580 მილიონ დოლარს აღწევს. სახელმწიფო კი ამტკიცებს, რომ თანხა რამდენიმე ასეული მილიონით ნაკლებია.
„ფრონტერა“ აცხადებს რომ გათხრილი ჭაბურღილების რაოდენობა 56-ია. სახელმწიფოს ინფორმაციით, „ფრონტერამ“ მხოლოდ 1 ჭაბურღილი გაბურღა და ისიც წარუმატებლად.
„ფრონტერა“ ამბობს, რომ 300 მილიარდი კუბური მეტრი გაზის და 10 მილიარდი ბარელი ნავთობის პოტენციალია საქართველოში. სახელმწიფოს განცხადებით, კი ეს მხოლოდ ჰიპოთეტური ციფრებია და დადასტურებული არ არის.
2019 წელს კომპანია „ფრონტერას“ 90-მდე თანამშრომელი გაიფიცა, ისინი აცხადებდნენ, რომ 11 თვის ხელფასი არ აუღიათ. გაფიცულები კომპანიამ სამსახურიდან გაათავისუფლა.
კონტრაქტის მიხედვით, 2017 წელს, „ფრონტერას“ უწევდა ტერიტორიის იმ ნაწილის დათმობა, სადაც არ აწარმოებდა ნავთობის მოპოვებას, მაგრამ ტერიტორიის დაბრუნებაზე კომპანიამ უარი განაცხადა, რაც დავის ძირითადი საგანი გახდა.
სახელმწიფოს და ფრონტერას დავა განსახილველად საერთაშორისო არბიტრაჟში წავიდა. სასამართლომ თითქმის სრულად დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნები და ფრონტერას ტერიტორიის სახელმწიფოსთვის გადაცემა დააკისრა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „ფრონტერა“ საქართველოში 1997 წელს შემოვიდა, მას დედოფლისწყაროს რაიონში ნავთობი და გაზი უნდა მოეპოვებინა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...