ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025

დონალდ ტრამპი: მსოფლიოში ყველაზე სწრაფ რაკეტას ვქმნით – მე მას სუპერ-პუპერ რაკეტას ვუწოდებ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ სუპერ-პუპერ რაკეტას ჰქმნის, რომელიც 17-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე არსებული ანალოგები. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში აშშ-ის კოსმოსური ძალების ახალი დროშის წარდგენისას განაცხადა.

„ახლა წარმოუდგენელ სამხედრო ტექნიკას ვქმნით. მე მას სუპერ-პუპერ რაკეტას ვუწოდებ. ამის წინ გავიგე, რომ 17-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე დღეს არსებული რაკეტები“, – განაცხადა მან.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს რაკეტა თავისი სიჩქარით რუსეთისა და ჩინეთის რაკეტებს უსწრებს.

„რუსეთს რაკეტები აქვს, რომელიც 5-ჯერ უფრო სწრაფია, ჩინეთი მუშაობს რაკეტებზე, რომელიც 5-ჯერ თუ 6-ჯერ უფრო სწრაფია. ჩვენი კი 17-ჯერ უფრო სწრაფია. ეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი რაკეტაა“, – დასძინა მან.

აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, თუ კონკრეტულად რა რაკეტაზე საუბრობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თოჯინის „ლაბუბუ“ შემქმნელი,38 წლის ვან ნინი ჩინეთის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერების ათეულში მოხვდა მისი ქონება ამჟამად 22.7 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება

კომპანია Pop Mart-ის ხელმძღვანელი 38 წლის ვან ნინი შევიდა ჩინეთის უმდიდრესი ადამიანების ათეულში და გახდა ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი. ეს ყველაფერი ზაფხულის ყველაზე ტრენდული სათამაშოს — ლაბუბუს — პოპულარობისა და გაყიდვების ზრდის წყალობით მოხდა.ლაბუბუს ბუმბულიანი მონსტრების კულტი ჩინეთში დაიწყო, თუმცა წელს ის მის ფარგლებს გასცდა. ამ დროისთვის, ვანის ქონებამ, რომლის მაღაზიებშიც დაიწყეს ამ სათამაშოების გაყიდვა, 21 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მხოლოდ გასულ წელს Pop Mart-მა 188%-იანი მოგება აჩვენა, ხოლო ფლაგმანურმა სერიამ Monsters, რომელშიც ლაბუბუც შედის, შემოსავლის 726%-იანი ზრდა დაფიქსირდა და კომპანიის მთავარი შემოსავლის წყაროდ იქცა.Pop Mart-ის ისტორია 2010 წელს, პეკინში დაიწყო. თავდაპირველად მაღაზიაში სხვადასხვა ბრენდის პროდუქცია იყიდებოდა, თუმცა მოგვიანებით კომპანიამ გადაწყვიტა, შეექმნა საკუთარი სათამაშოები და გაეყიდა ისინი blind box-ის („ბრმა ყუთის“) ფორმატით. ეს ნიშნავს, რომ მყიდველს წინასწარ არ ეცოდინება, რომელი სათამაშო შეხვდება, ამიტომ სასურველის მისაღებად ხშირად ერთზე მეტ ყუთს ყიდულობენ.ლაბუბუ — პატარა ელფია ცხრა კბილით, წაწვეტებული ყურებით, დიდი თვალებით და კუდის გარეშე. ის შექმნა ჰონგკონგელმა მხატვარმა, კასინგ ლუნმა და 2019 წელს Pop Mart-მა სათამაშოზე ლიცენზია აიღო. პირველად ლაბუბუ 2015 წელს გამოჩნდა კასინგ ლუნის წიგნების სერიაში The Monsters. თავდაპირველად თითოეული ყუთის ფასი 10–30 დოლარს შეადგენდა, თუმცა გადაყიდვაზე მათ ფასი რამდენიმე ათას დოლარამდეც ადის — ელფის უნიკალურობაზეა დამოკიდებული. დღეს Pop Mart-ზე ლაბუბუს ყიდვა თითქმის შეუძლებელია — ისინი წამებში იყიდება და შემდეგ ასჯერ ძვირად გადაინაცვლებს "მოდის მსხვერპლებსა" და კოლექციონერებთან.ლაბუბუს ტენდენციის პოპულარიზაცია დაიწყო ჯგუფ Blackpink-ის სოლისტმა, ლისამ, ხოლო შემდეგ ელფები რიანას, დუა ლიპას და სხვა ვარსკვლავების ჩანთებზე გამოჩნდნენ. დღეს ისინი განსაკუთრებით პოპულარული არიან მოდის ბლოგერებში, კოლექციონერებსა და ბავშვებში.ლაბუბუ ძალიან პოპულარული გახდა რუსეთშიც.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის“ დაფინანსებით, მასშტაბური საგრანტო პროექტის – FORGE-AI-ის განხორციელებას იწყებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის კვლევითი ინსტიტუტი, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის“ დაფინანსებით, ახალი საგრანტო პროექტის - „FORGE-AI: ინოვაციური კულტურის ხელშეწყობა ქართული ხელოვნური ინტელექტის მკვლევრების საზოგადოების ახალი თაობისთვის” (FOsteRing innovation culture for a new generation of GEorgian AI research community) - განხორციელებას იწყებს.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მათივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში სასტარტო შეხვედრა გაიმართა.სტუ-ის ცნობით, FORGE-AI ევროკავშირის პროგრამა HORIZON EUROPE-ის მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი მასშტაბური საგრანტო პროექტია, რომლის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი. სამწლიან პროექტში, რომლის საერთო ბიუჯეტი 2 მლნ ევროს აღემატება, ჩართულია 13 საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაცია, მათ შორის გერმანიიდან და საფრანგეთიდან.ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე, პროექტის კოორდინატორი ორგანიზაციის - სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია და ინსტიტუტის მეცნიერები, უცხოელი მკვლევრები გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ცენტრიდან და სხვა საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციებიდან, „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისის, საქართველოს ინოვაციისა და ტექნოლოგიის სააგენტოს (GITA) და ორგანიზაციის - „ევროპული თანამშრომლობა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში“ (COST) წარმომადგენლები, ასევე, სამეცნიერო და აკადემიური წრეები.შეხვედრა ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა. მისი განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ევროკომისიის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, HORIZON EUROPE-ის მონაწილე ორგანიზაციებს შორის, საქართველოს ყველაზე წარმატებულ უმაღლეს საგანმანათლებლო-კვლევით ინსტიტუციად არის აღიარებული.„ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ევროკომისიის მონაცემების მიხედვით, საქართველოდან HORIZON EUROPE-ში წარდგენილი სამეცნიერო პროექტების განსახორციელებლად მიღებული საგრანტო დაფინანსების ოდენობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უპირობოდ ლიდერობს. მოპოვებული საგრანტო დაფინანსება უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს, აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციებში, განახორციელოს საერთაშორისო კვლევითი პროექტები, განავითაროს კვლევითი ინფრასტრუქტურა და გააძლიეროს თანამშრომლობა წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებთან და მსხვილ კვლევით ცენტრებთან. ამის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტისთვის ახალი მასშტაბური საგრანტო პროექტის - FORGE-AI - დაწყება უდავოდ მნიშვნელოვანია. საგულისხმოა, რომ HORIZON EUROPE-ის დაფინანსებით ინსტიტუტი ასევე ახორციელებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულების საგრანტო პროექტს - GAIN, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება.FORGE-AI მიმართულია საქართველოში ინოვაციური კვლევითი კულტურის განვითარებისკენ ხელოვნური ინტელექტის სფეროში. პროექტი არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ხელოვნური ინტელექტის კვლევების გაღრმავებასა და ახალი ტექნოლოგიური ცოდნის შექმნას, არამედ გაამყარებს საფუძველს ახალგაზრდა თაობის მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე გასასვლელად. ეს საგრანტო პროექტი, რომელიც 3 წლის განმავლობაში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კოლაბორაციით განხორციელდება, მოგვცემს შესაძლებლობას, დავამკვიდროთ სამეცნიერო თანამშრომლობის ახალი სტანდარტი, გავზარდოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი ინსტიტუტების საერთაშორისო ცნობადობა, რათა კიდევ უფრო მეტმა ქართველმა მეცნიერმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, ითანამშრომლონ ევროპელ კოლეგებთან და წარმატებით მიიღონ მონაწილეობა HORIZON EUROPE-ის პროგრამაში“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ ლომინაძემ.ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო პროექტის - FORGE-AI - მიზნებისა და განსახორციელებელი კვლევების შესახებ მოხსენებით წარსდგა სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, დოქტორი გიორგი გიორგობიანი. მისი თქმით, პროექტი მიზნად ისახავს მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საქართველოს კვლევისა და ინოვაციების (R&I) სისტემის საინოვაციო პოტენციალი და სხვადასხვა სექტორში, განსაკუთრებით კი ხელოვნური ინტელექტის სფეროში, ახალგაზრდა მკვლევართა კარიერის გასაძლიერებლად მდგრადი პირობები უზრუნველყოს. როგორც მეცნიერმა აღნიშნა, დაგეგმილია ხელოვნური ინტელექტის დარგში წამყვანი ახალგაზრდა მკვლევრების და კვლევის მენეჯერების („ტალანტების“) ინოვაციური შესაძლებლობების გაძლიერება, სექტორთაშორისი მობილობისა და ცოდნის მიმოქცევის დამატებითი ღირებულების დანერგვა და დემონსტრირება, ასევე, ეროვნული ინოვაციების მხარდამჭერი დაფინანსების მექანიზმების მოდერნიზება კარიერის ამაღლების პრინციპებისა და აქტივობების ჩართვით.სტუ-ის ინფორმაციით, საგრანტო პროექტის - FORGE-AI - განხორციელების მიმართულებებზე გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ცენტრის მეცნიერმა ანდრეი გირენკომ ისაუბრა. ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის - HORIZON EUROPE დაფინანსების მოპოვების მნიშვნელობაზე და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების მიზნით ქართული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აქტიურ პოზიციონირებაზე ყურადღება გაამახვილეს „ჰორიზონტი ევროპის“ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა ლევან ხეცურიანმა, GITA-ს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავამ და COST-ის სამეცნიერო მიმართულების ოფიცერმა, დოქტორმა ინგა დადეშიძემ. სასტარტო შეხვედრაზე პრეზენტაციებით წარსდგნენ პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მეცნიერები, რის შემდეგაც შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა – 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები რამდენიმე შეუსაბამობით გამოირჩეოდა – მოვუწოდებთ დიალოგისკენ, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისა და ახალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ 2025 წლის ანგარიში მიიღო. „პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები“ - ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი. საბოლოო დოკუმენტი ოფიციალურ საიტზე ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა ვრცელდება ანგარიშის სამუშაო ვერსია.დოკუმენტში საქართველოს საკითხზე რამდენიმე კუთხითაა საუბარი, მათ შორის, ნათქვამია, რომ „2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები] ODIHR-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის თანახმად, რამდენიმე შეუსაბამობით გამოირჩეოდა“. გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, აუცილებელია ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რაც ნამდვილად ასახავს ქართველი ხალხის ნებას.„მივესალმებით ეუთოს ვენის მექანიზმის ამოქმედებას 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მასობრივ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რომლებიც, ODIHR-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის თანახმად, რამდენიმე შეუსაბამობით გამოირჩეოდა, აღიარებს ამ მექანიზმის მნიშვნელობას ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიულ პროცესებთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ შეშფოთებებს და მოვუწოდებთ დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელებისკენ ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, ძირითადად ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისა და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზით, რომლებიც ნამდვილად ასახავს ქართველი ხალხის ნებას“, - წერია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2025 წლის ანგარიშში.

სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი მინდაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის გიორგი მინდაძე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი მინდაძეს 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.ინფორმაციისთვის დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, ასევე საბოლოო სიტყვის უფლება მსჯავრდებულმაც გამოიყენა.როგორც გიორგი მინდაძემ საბოლოო სიტყვის თქმის დროს განაცხადა, მისთვის შეფარდებულ სასჯელს მნიშვნელობა არ აქვს და საზოგადოებას სხვა დაპატიმრებული პირების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებოდნენ, რომ 29 ნოემბერს, პოლიციელებს პიროტექნიკა ესროლა.

გია ვოლსკი – ოპოზიციის მიზნები და გარედან შემოსული ინსტრუქტაჟი არ შეცვლილა, უბრალოდ საკუთარი მიზნის მისაღწევად ზოგს ბოიკოტი და საბოტაჟი, ზოგს კი არჩევნების გზა მიაჩნია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციას საერთო მიზნები აქვს, თუმცა შესაძლოა, განსხვავებულად ხედავდნენ ამ მიზნების განხორციელების გზას.ვოლსკის თქმით, ოპოზიცია გარედან მიღებული ინსტრუქტაჟით მოქმედებს.„ოპოზიცია დაკარგულია სივრცეში. მათთვის პოლიტიკური სივრცე არ არსებობს. აქვთ ერთადერთი სცენარი – რომელიც საქართველოში არ დაწერილა – როგორმე ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რაც რუსეთის ძალების დივერსიფიკაციას მოახდენს და ევროპის მიმართულება შერბილებული იქნება რუსეთის შესაძლო აგრესიის შემთხვევაში. ეს არის იდეა და აზრი. მამუკა ხაზარაძეს და სხვებს მიაჩნიათ, რომ ამ აზრის განხორციელება არჩევნების გზით შეიძლება. დიდი შეცდომაა დაშვებული, რომ მანდატები არ გამოიყენეს. ზოგს მიაჩნია, რომ საკუთარ მიზანს ბოიკოტით და საბოტაჟით მიაღწევს. მათ შორის სხვაობა ეს არის, თორემ არც მიზანი, არც იდეა და გარედან შემოსული ინსტრუქტაჟი არ შეცვლილა. ვიხილეთ კიდეც ეს ევროპარლამენტის რეზოლუციაში“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები