დონალდ ტრამპი: მსოფლიოში ყველაზე სწრაფ რაკეტას ვქმნით – მე მას სუპერ-პუპერ რაკეტას ვუწოდებ

Read Time:34 Second

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ სუპერ-პუპერ რაკეტას ჰქმნის, რომელიც 17-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე არსებული ანალოგები. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში აშშ-ის კოსმოსური ძალების ახალი დროშის წარდგენისას განაცხადა.

„ახლა წარმოუდგენელ სამხედრო ტექნიკას ვქმნით. მე მას სუპერ-პუპერ რაკეტას ვუწოდებ. ამის წინ გავიგე, რომ 17-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე დღეს არსებული რაკეტები“, – განაცხადა მან.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს რაკეტა თავისი სიჩქარით რუსეთისა და ჩინეთის რაკეტებს უსწრებს.

„რუსეთს რაკეტები აქვს, რომელიც 5-ჯერ უფრო სწრაფია, ჩინეთი მუშაობს რაკეტებზე, რომელიც 5-ჯერ თუ 6-ჯერ უფრო სწრაფია. ჩვენი კი 17-ჯერ უფრო სწრაფია. ეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი რაკეტაა“, – დასძინა მან.

აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, თუ კონკრეტულად რა რაკეტაზე საუბრობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი დაინფიცირდა, 26 კი გამოჯანმრთელდა
Next post ნიკა მელია – ისტორიის ჩარხი უკვე წაღმა დატრიალდა