ლევან დავითაშვილი: თითოეული კოოპერატივისთვის ჩვენი მხრიდან თანადაფინანსება იქნება არაუმეტეს 25 000 ლარისა
კოოპერატივებისთვის ჩვენ გვაქვს 2 მნიშვნელოვანი კომპონენტი ტექნიკურ დახმარებაში, რაც პირდაპირ კავშირშია კოოპერატივების მდგრადობასთან, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენამდე განაცხადა.
„კოოპერაცია ჩვენ პოლიტიკაში ახალი თემაა. ვიცით, რომ განსაკუთრებული შედეგები აქ შეიძლება ჯერ არ იყოს, მაგრამ საფუძველი ჩაყრილია, რომელიც დარწმუნებული ვარ რამდენიმე წელში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს. შექმნილია რამდენიმე მსხვილი კოოპერაციული მეურნეობა, მათ შორის მეთხილეობის სექტორში ჩვენ ვხედავთ კოოპერაციის ძალიან მნიშვნელოვან წინაპირობას იმისთვის, რომ ეს იყოს წარმატებული და რამდენიმე წელში ჩვენ მსხვილი კოოპერატივები გვექნება სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში.
ასევე ჩვენ გვაქვს რამდენიმე წარმატებული მაგალითი სხვა სექტორში, როგორცაა მეფუტკრეობა, რძის მწარმოებელი კოოპერატივები. კოოპერატივების მდგრადობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მენეჯმენტის სტანდარტების არსებობა, მართვის ელემენტარული უნარ-ჩვევების ჰქონდა და აქ კოოპერატივების დახმარებისთვის ჩვენ გვაქვს სპეციალური საგრანტო დახმარება, იგივე ბუღალტრული თუ მმართველობითი საკონსულტაციო მომსახურების დაფინანსების კუთხით. თითოეული კოოპერატივისთვის ჩვენი მხრიდან თანადაფინანსება იქნება არაუმეტეს 25 000 ლარისა“, – აღნიშნა მინისტრმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„დემონური ძალების ენერგიით შემოდიან“- რას ამბობს მიხეილ ცაგარელი
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ უცხოპლანეტელს შეხვდა. ამის შესახებ მან გადაცემაში „სთორი“ ისაუბრა. „ორჯერ მქონდა შეხვედრა მათთან. უმრავლესობა, 90% უცხოპლანეტელებისა...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 10 სტუდენტს ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნათ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ...
რისთვის შეიყვარა ღმერთმა დაცემული კაცობრიობა, რისთვის შეგვიყვარა ჩვენ, ცოდვილები? – იმიტომ, რომ ნამდვილი სიყვარული არასდროს არის რაღაცისთვის – მეუფე შიო
მენელსაცხებლე დედების ხსენების დღესთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედ ტაძრებში წირვა აღევლინა. სამების საკათედრო ტაძარში, წირვა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა და,...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს სახელობითი სტიპენდიები დაენიშნათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტებს უნივერსიტეტმა სახელობითი სტიპენდია დაუნიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას...
VIDEO: რა მოხდა „ნიჭიერის“ ჩაწერაზე
ფილარმონიაში, „ნიჭიერის“ ჩაწერის დროს გადაღებული კადრები გავრცელდა. ერთ-ერთი წამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი დიდ საკონცერტო დარბაზს ტოვებს და გარბის. ჯერჯერობით უცნობია, რამ...
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...