თენგიზ ცერცვაძე ჯანმოს რეკომენდაციებში შეტანილ ცვლილებაზე: ამან საქართველო მნიშვნელოვანწილად გადაარჩინა და იტალია გარკვეულწილად დაღუპა
ერთი საიდუმლო შემიძლია გაგიმხილოთ, ჩვენ ბრმად არ მივყვებოდით ჯანმოს რეკომენდაციებს და ზოგიერთი ჩვენი კორექტივი შეგვქონდა, როდესაც ამაში დარწმუნებული ვიყავით, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია“ განაცხადა.
„ერთ საინტერესო მაგალითს გეტყვით. ჯანმომ თავიდან გამოაქვეყნა დეფინიცია საეჭვო, სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევებისა, რომლითაც დღემდე სარგებლობს მთელი მსოფლიო. იქ ეწერა, რომ, საეჭვო, ანუ შესაძლო შემთხვევად ითვლება პაციენტი, ვისაც ტემპერატურა აქვს 38 გრადუსი ან მეტი. მერე ჩამოთვლილი იყო სხვა ნიშნები და ვინც იმოგზაურა ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდი რისკის ქვეყანაში, ან კონტაქტში იყო ავადმყოფთან“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, ქართველი სპეციალისტები პაციენტებზე დაკვირვებით და სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე მიხვდნენ, რომ ზოგ შემთხვევაში ვირუსი საერთოდ უსიმპტომოდ ვითარდება და რეკომენდაციები შეცვალეს.
„ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ პირველი პუნქტი შევცვალეთ და საეჭვო შემთხვევების განსაზღვრებიდან ტემპერატურის ცნება საერთოდ ამოვიღეთ და დავწერეთ: თუ პაციენტს აღენიშნება მწვავე რესპირაციული დაავადების სიმპტომები, მაგალითად ხველა, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაჭედვა და სხვა და ის მოგზაურობდა ბოლო ორი კვირის მანძილზე მაღალი რისკის ქვეყნებში, ან სტუმრად ჰყავდა ამ ქვეყნებიდან ჩამოსული პირი, ან იმყოფებოდა კონტაქტში სავარაუდო ავადმყოფთან, ის უკვე ითვლება საეჭვო შემთხვევად, ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას და გამოკვლევას. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, დაახლოებით 26 პაციენტის შემთხვევა გაგვეპარებოდა, რადგან მათ არ ჰქონდათ სიცხე 38-ი და მით უმეტეს, 38-ზე მეტი. ზოგს საერთოდ არ აღენიშნებოდა ტემპერატურა და ამ ცვლილებამ საქართველო მნიშვნელოვანწილად გადაარჩინა და გარკვეულწილად დაღუპა იტალია, რომელიც ჯანმოს მითითებებს ასრულებდა. ერთ-ერთი მიზეზი იტალიაში განვითარებული მოვლენებისა ის არის, რომ პირველ ეტაპზე მას გაეპარა ეს უსიმპტომო პაციენტები, რომლებიც გახდნენ განსაკუთრებით ძლიერი გამავრცელებლები“ – განაცხადა ცერცვაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები – ურთიერთდაპირისპირებულად წარმოაჩინოს!
ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა,...
ნახეთ,რომელი დაწესებულებები არ იმუშავებს ხვალ
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 16 მაისს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ გამართულ აქციას ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია...
საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი...
პრაღაში ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი მიმდინარეობს
რიგით მეორე ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა გახსნეს. რატი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა მხარეებს შორის უკვე...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდი ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის ფრენბურთელ ვაჟთა სტუდენტურმა გუნდმა საქართველოს 2024 წლის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ოქროს თასი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა....