პარასკევი, აპრილი 24, 2026

ტაილანდის მეფე თვითიზოლაციისთვის ბავარიის სასტუმროში 20 ქალთან ერთად შეიკეტა

ტაილანდის მეფე თვითიზოლაციის პერიოდს ბავარიის კურორტ გარმიშ-პარტენკირხენში ატარებს. ის ძვირფას სასტუმროში თანხმლებ პირებთან ერთად განთავსდა.

67 წლის მეფე მაჰა ვაჯირალონგკორნს, რომელსაც რამა X-ს უწოდებენ, თან 20 ქალისგან შემდგარი ჰარამხანა და რამდენიმე ათეული მსახური ახლავს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild წერს. უცნობია, ამ 20 ადამიანში არის თუ არა მისი ოთხი ცოლი.

ვაჯირალონგკორნის ბავარიაში გაფრენის ამბავს ათიათასობით ტაილანდელი ბრაზით შეხვდა. მეფის კრიტიკა სოციალურ ქსელებში 15 წლამდე პატიმრობით ისჯება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ტაილანდური ჰეშტეგი #რაშიგვჭირდებამეფე ტვიტერზე 24 საათში 1,2 მილიონჯერ გამოჩნდა.

ტაილანდის მეფეს საჯარო გამოსვლა თებერვლის შემდეგ აღარ ჰქონია. ამასობაში კი ტაილანდში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად იმატებს. ამჟამად ქვეყანაში 1 388 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით 400 ჰექტარზე გავრცელებულ ტყის ხანძარს ებრძვიან

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ტყის ხანძარს ებრძვიან.  მედიის ცნობით, ხანძარი ივატეს პრეფექტურის მთიან რაიონში გაჩნდა.სტიქიის გამო დასახლებული პუქნტებიდან 2 500-ზე მეტი მაცხოვრებლის ევაკუაცია გახდა საჭირო.ხანძარი ბოლო ორი დღის განმავლობაში დაახლოებით 400 ჰექტარ ტერიტორიაზე გავრცელდა.ამ დროისთვის ხანძრის სრულად ლოკალიზება ვერ ხერხდება. ცეცხლის ჩაქრობას 700-მდე მეხანძრე და 13 თვითმფრინავი ცდილობს.დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ 2027 წელს, პრეზიდენტობის მეორე ვადის დასრულების შემდეგ, პოლიტიკიდან წავა

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ 2027 წელს, პრეზიდენტობის მეორე ვადის დასრულების შემდეგ, პოლიტიკიდან წავა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში ვიზიტის დროს განაცხადა.„მე პოლიტიკაში ადრე (პრეზიდენტობამდე) არ ვიყავი ჩართული და არც შემდეგ ვიქნები ჩართული“, – აღნიშნა მაკრონმა.მისი თქმით, მეორე ხუთწლიანი ვადის ყველაზე რთული ნაწილი მისი მიღწევების დაცვა იყო.საფრანგეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ მან „პოლიტიკური მოძრაობა შექმნა და შემდეგ პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა“, რადგან ყოველთვის დაინტერესებული იყო თავისი ქვეყნის ცხოვრებით და სურდა, რომ მისი იდეები განხორციელებულიყო.ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტი 2017 წლის მაისში დაიკავა, ხოლო 2022 წლის აპრილში იგი მეორე ვადით აირჩიეს. 

„თქვენს წმინდანებს ვთხოვ, ილოცოთ მამაჩემისთვის“- მამა სერაფიმე მრევლს მიმართვას

მამა სერაფიმე ბით ხარიბი, რომელიც ქანდაში მსახურობს და არამეულ ენააზე აღავლენს მსახურებას, სოციალურ ქსელში მამის შესახებ წერს:„ძვირფასო ძმებო და დებო, თქვენს წმინდანებს ვთხოვ, ილოცოთ მამაჩემისთვის. გუშინ მან გულის მწვავე შეტევა განიცადა ... ჰქვია ალექსეი",- წერს მოძღვარი.

დონალდ ტრამპი – ჩვენი სამიზნეების დაახლოებით 75%-ს მივაღწიეთ, თუ მათ არ სურთ შეთანხმების დადება, მაშინ სამხედრო გზით დავასრულებ დანარჩენ 25%-ს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-მა ირანში სამიზნეების დაახლოებით 75%-ს მიაღწია.ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ირანის ეკონომიკას მნიშვნელოვნად ასუსტებს.„ჩვენი სამიზნეების დაახლოებით 75%-ს მივაღწიეთ. ჩვენ მიზნის მიღწევა ცოტა ადრე შევწყვიტეთ, რადგან მათ სურთ გარკვეული მშვიდობა და ჩვენ გვაქვს ბლოკადა, რომელიც 100%-ით ეფექტურია და ისინი ვერანაირ ბიზნესს ვერ აწარმოებენ. მათ ეკონომიკურად და ფინანსურად კარგად არ აქვთ საქმე, ბლოკადის გამო არანაირი ბიზნესი არ აქვთ“, – თქვა ტრამპმა.მისივე თქმით, თუ ირანი სამშვიდობო შეთანხმებას არ დათანხმდება, აშშ კონფლიქტს სამხედრო გზით დაასრულებს.„ახლა ჩვენ უბრალოდ ვსხედვართ და ვუყურებთ, რა შეთანხმებას მიაღწევენ, და თუ მათ არ სურთ შეთანხმების დადება, მაშინ მე სამხედრო გზით დავასრულებ სამიზნეების დანარჩენ 25%-ს. ჩვენ მივაღწიეთ იმ სამიზნეების დაახლოებით 78%-ს, რომელთა მიღწევაც გვინდოდა“, – განაცხადა ტრამპმა.

რომის პაპი ლეო – მოვუწოდებ სამშვიდობო დიალოგის გაგრძელებისკენ, მე არ შემიძლია, ვიყო ომის მომხრე

რომის პაპი ლეო აშშ-სა და ირანს მოუწოდებს, სამშვიდობო მოლაპარაკებები განაგრძონ. მისივე თქმით, მხარეებმა საერთაშორისო სამართალს პატივი უნდა სცენ.„მე მოვუწოდებდი სამშვიდობო დიალოგის გაგრძელებისკენ, რომ ყველა მხარემ ყველაფერი გააკეთოს მშვიდობის ხელშესაწყობად, ომის საფრთხის მოსაშორებლად და საერთაშორისო სამართლის პატივისცემისთვის. როგორც პასტორი, მე არ შემიძლია, ვიყო ომის მომხრე და მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ძალისხმევა არ დაიშურონ პასუხების მოსაძებნად, რომლებიც მოდის მშვიდობის კულტურიდან და არა სიძულვილისა და განხეთქილებისგან“, – განაცხადა პაპმა აფრიკული ტურნეს შემდეგ რომში დაბრუნებისას.

ბოლო სიახლეები