გიორგი გახარია სასურსათო მაღაზიათა ხელმძღვანელებს – მთავრობის ინფრასტრუქტურა მზად არის, მოგეხმაროთ, ოღონდ პროდუქტი უნდა იყოს თაროზე თავის დროზე საკმარისი რაოდენობით და შესაბამისი ფასით
ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქემ ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე დეფიციტი არ იგრძნოს, – ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ქვეყანაში დეფიციტური მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს.
„ეს აჟიოტაჟური მოთხოვნა მე დღეს შემიძლია დავუკავშირო ორ რამეს: პირველი – შაბათ-კვირაა და მეორე – არის მოლოდინი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, რისიც არანაირი საფუძველი დღეის მდგომარეობით ჩვენ არ გვაქვს, არ ვაპირებთ. ჩვენი ამოცანა დღეს მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ მაქსიმალურად დაგეხმაროთ. როგორც ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში, ასევე შემოსავლების სამსახურთან და ქსელებთან ურთიერთობებში. ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მოდერაციის ფუნქცია შევასრულოთ მაქსიმალურად ეფექტურად. თქვენგან რაც გვინდა, ისაა, რომ სასაწყობე ნაშთები იყოს შესაბამის დონეზე და სადისტრიბუციო ქსელში რომ პრობლემები არ შეიქმნას. თან ვიცით, ობიექტურად ციფრებით, რომ საფუძველი დეფიციტური მოთხოვნის ქვეყანაში არ არსებობს. ამიტომ, გადავწყვიტოთ ეს პრობლემები ისე, რომ თქვენგან უნდა მივიღო სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული კონკრეტული წინადადებები და დაპირებები. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ავიღებთ იმ ვალდებულებებს, რაც ჩვენი ვალდებულებაა და შევასრულებთ. ძირითადი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ქვეყნის მოქალაქემ ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე დეფიციტი არ უნდა იგრძნოს საფუძველი არ არის უბრალოდ ამის. მთლიანად მთავრობის ინფრასტრუქტურა მზად არის, რომ მოგეხმაროთ, ოღონდ პროდუქტი უნდა იყოს თაროზე თავის დროზე საკმარისი რაოდენობით და შესაბამისი ფასით დღევანდელ გამოწვევებთან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...