მეცნიერება უტრეხტის უნივერსიტეტის ერასმუსის სამედიცინო ცენტრის მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, რომ აღმოაჩინეს ანტისხეული, რომელიც COVID-19-ის გამომწვევ ვირუსს ბლოკავს.

Read Time:1 Minute, 6 Second

უტრეხტის უნივერსიტეტის ერასმუსის სამედიცინო ცენტრის მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, რომ აღმოაჩინეს კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეული, რომელიც აქამდე ჯერ აღმოჩენილი არ იყო. ამ აღმოჩენამ შეიძლება მიგვიყვანოს ანტივირუსული პრეპარატის შექმნასთან.

მსგავსი: როგორ აღწევს კორონავირუსი ადამიანის უჯრედებში — გრაფიკული გამოსახულებები

„უკვე მოხუცი ვარ, რომ მაგიდაზე ავიდე და ვიხტუნაო“, — ამბობს უჯრედული ბიოლოგიის პროფესორი ფრანკ გროსველდი. მათი კვლევა ამჟამად სხვა მეცნიერთა მხრიდან რეცენზირების პროცესშია და ხელმისაწვდომია ონლაინპლატფორმა BioRxiv-ზე. ამის შემდეგ კი, ჯგუფი იმედოვნებს, რომ სტატია ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდება.

„სტატიაში ჩვენ ვიუწყებით მონოკლონური ანტისხეულის აღმოჩენის შესახებ, რომელიც ანეიტრალებს SARS-CoV-2-ს, ვირუსს, რომელიც იწვევს კორონავირუსულ დაავადება COVID-19-ს“, — წერენ მკვლევრები აკადემიური ნაშრომის შესავალში.

მათი განცხადებით, მათ მიერ ნაპოვნი ანტისხეული ახდენს ვირუსის ნეიტრალიზებას და გვთავაზობს როგორც COVID-19-ის, ისე მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსის ქვეგვარის ვირუსების მიერ გამოწვეული სხვა დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის პოტენციალს.

„რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, ეს გახლავთ პირველი ანტისხეული, რომელიც ინფექციას ბლოკავს, მსგავსი აღმოჩენა ძალიან იშვიათია“, — განმარტავს გროსველდი.

ამ აღმოჩენის წყალობით, შეიძლება შეიქმნას მედიკამენტი, რომელსაც კორონავირუსის ამჟამინდელი შტამით ინფიცირებულ ადამიანთა სამკურნალოდ გამოვიყენებთ. გროსველდის თქმით, მისი შექმნა ვაქცინაზე სწრაფად არის შესაძლებელი, მაგრამ ესაჭიროება რამდენიმე თვის განმავლობაში ტესტირება და ამავე დროს, მისი წარმოება ვაქცინაზე უფრო ძვირი იქნება.

„ჩვენ ახლა ვცდილობთ მოვძებნოთ ფარმაცევტული კომპანია, რომელიც ამ ანტისხეულის ფართომასშტაბიან, პრეპარატის სახით წარმოებას შეძლებს“, — ამბობს კვლევის ავტორი, უჯრედული ბიოლოგიის პროფესორი ფრანკ გროსველდი.

მომზადებულია erasmusmagazine.nl-ის მიხედვით.

წყარო:tv1

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია სასურსათო მაღაზიათა ხელმძღვანელებს – მთავრობის ინფრასტრუქტურა მზად არის, მოგეხმაროთ, ოღონდ პროდუქტი უნდა იყოს თაროზე თავის დროზე საკმარისი რაოდენობით და შესაბამისი ფასით
Next post პაციენტი ნომერი 2 გამოჯანმრთელდა-მიღებულია უარყოფითი პასუხი 15 დღის შემდეგ!