გიორგი გახარია სასურსათო მაღაზიათა ხელმძღვანელებს – მთავრობის ინფრასტრუქტურა მზად არის, მოგეხმაროთ, ოღონდ პროდუქტი უნდა იყოს თაროზე თავის დროზე საკმარისი რაოდენობით და შესაბამისი ფასით

Read Time:59 Second

ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქემ ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე დეფიციტი არ იგრძნოს, – ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ქვეყანაში დეფიციტური მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს.

„ეს აჟიოტაჟური მოთხოვნა მე დღეს შემიძლია დავუკავშირო ორ რამეს: პირველი – შაბათ-კვირაა და მეორე – არის მოლოდინი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, რისიც არანაირი საფუძველი დღეის მდგომარეობით ჩვენ არ გვაქვს, არ ვაპირებთ. ჩვენი ამოცანა დღეს მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ მაქსიმალურად დაგეხმაროთ. როგორც ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში, ასევე შემოსავლების სამსახურთან და ქსელებთან ურთიერთობებში. ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მოდერაციის ფუნქცია შევასრულოთ მაქსიმალურად ეფექტურად. თქვენგან რაც გვინდა, ისაა, რომ სასაწყობე ნაშთები იყოს შესაბამის დონეზე და სადისტრიბუციო ქსელში რომ პრობლემები არ შეიქმნას. თან ვიცით, ობიექტურად ციფრებით, რომ საფუძველი დეფიციტური მოთხოვნის ქვეყანაში არ არსებობს. ამიტომ, გადავწყვიტოთ ეს პრობლემები ისე, რომ თქვენგან უნდა მივიღო სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული კონკრეტული წინადადებები და დაპირებები. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ავიღებთ იმ ვალდებულებებს, რაც ჩვენი ვალდებულებაა და შევასრულებთ. ძირითადი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ქვეყნის მოქალაქემ ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე დეფიციტი არ უნდა იგრძნოს საფუძველი არ არის უბრალოდ ამის. მთლიანად მთავრობის ინფრასტრუქტურა მზად არის, რომ მოგეხმაროთ, ოღონდ პროდუქტი უნდა იყოს თაროზე თავის დროზე საკმარისი რაოდენობით და შესაბამისი ფასით დღევანდელ გამოწვევებთან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გასულ დღე-ღამეში სამჯერ გაიზარდა
Next post მეცნიერება უტრეხტის უნივერსიტეტის ერასმუსის სამედიცინო ცენტრის მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, რომ აღმოაჩინეს ანტისხეული, რომელიც COVID-19-ის გამომწვევ ვირუსს ბლოკავს.