იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გასულ დღე-ღამეში სამჯერ გაიზარდა

Read Time:24 Second

იტალიაში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა. ამის შესახებ იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანჯელო ბორელიმ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან 527 პაციენტი განიკურნა, სულ კი ვირუსი 1966 -მა პაციენტმა დაძლია.

კვლავ საგანგაშოა გარდაცვლილთა რიცხვი. გასული დღე-ღამის განმავლობაში 175 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, წინა დღესთან შედარებით, ეს მაჩვენებელიც შემცირებულია. გარდაცვლილთა საერთო ოდენობა 1441-ს შეადგენს.

რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, ბოლო 24 საათში მათი რიცხვი 3500-ით გაიზარდა და 21 000-ს აჭარბებს.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 27 პაციენტიდან 4 პირი არის 14 წლამდე ასაკის
Next post გიორგი გახარია სასურსათო მაღაზიათა ხელმძღვანელებს – მთავრობის ინფრასტრუქტურა მზად არის, მოგეხმაროთ, ოღონდ პროდუქტი უნდა იყოს თაროზე თავის დროზე საკმარისი რაოდენობით და შესაბამისი ფასით