გიორგი მარგველაშვილი – არც ერთი პოლიტიკოსი არ ამაღლებულა იმ სიმაღლემდე, რომ მე გული მატკინოს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსის კრიტიკა რეიტინგს მატებს და მომავალშიც ასე იქნება.
გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ დღეს ეპიცენტრი არის „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე შეხვედრები, სადაც იმას ითხოვენ, რაც ქართველ ხალხს სჭირდება.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, უქმნის თუ არა უხერხულობას აღნიშნული შეხვედრების მონაწილე იმ პოლიტიკოსებთან ურთიერთობა, რომლებიც მას არც თუ სასიამოვნო ეპითეტებით მოიხსენიებდნენ, მარგველაშვილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მას პიროვნულად არ შეხებია.
„არა მხოლოდ თქვენ მიერ დასახელებული პოლიტიკოსები, ამას შეძლება, ზემოდან დავამატოთ მთელი „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები, რომლებიც თავისთვის ძალიან უხერხულ განცხადებებს აკეთებდნენ. არც ერთ შემთხვევაში ეს მე პიროვნულად არ შემხებია. პირიქით, შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი მათი კრიტიკა პოლიტიკურად მე რეიტინგს მმატებდა, მმატებს და მომავალშიც მომიმატებს. ასე რომ, ამას არ ვუყურებ პიროვნულად, ვუყურებ ქვეყნისთვის არსებული ინტერესებიდან გამომდინარე. ამ სიმაღლემდე არც ერთი პოლიტიკოსი არ ამაღლებულა, რომ გული მატკინოს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...