ირაკლი სესიაშვილი – თუ მარგველაშვილს აქვს გაცდა, რომ სააკაშვილთან დემოკრატიაზე საუბარი შეიძლება, აქ მთავრდება ჩემი დამოკიდებულება მის პოლიტიკურ გააქტიურებასა თუ მომავალზე

Read Time:40 Second

თუ გიორგი მარგველაშვილს აქვს იმის მოლოდინი ან გაცდა, რომ სააკაშვილთან შეიძლება დემოკრატიაზე საუბარი, აქ მთავრდება ჩემი დამოკიდებულება მის პოლიტიკურ გააქტიურებასა თუ მომავალთან დაკავშირებით, -ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება და საშუალება ამ ქვეყანაში თავისი პოლიტიკური მოთხოვნა გამოხატოს.

„ბატონმა გიორგიმ თქვა, რომ მზადაა სააკაშვილს ესაუბროს, თუ მას დემოკრატიის მიმართულებით თავისი ხედვა აქვს. ეს ჩემთვის არის წყალგამყოფი.

სააკაშვილს დემოკრატიაზე როგორ შეიძლება ელაპარაკო?! ეს ადამიანი არის სისტემური დანაშაულის მამამთავარი. თუ გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, აქვს მოლოდინი, რომ სააკაშვილს დემოკრატიაზე ელაპარაკოს, ესაა მისი არჩევანი, სადაც მე მის პოლიტიურ კარიერას ვერ ვხედავ”, – განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსნებთ, „მთავარი არხის“ ეთერში, ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის ელაპარაკოს სააკაშვილს, თუ მას აქვს ხედვა დემოკრატიის გაძლიერებაზე.

დღეს კი გიორგი მარგველაშვილმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი მარგველაშვილი – არც ერთი პოლიტიკოსი არ ამაღლებულა იმ სიმაღლემდე, რომ მე გული მატკინოს
Next post გიორგი კახიანი: მათგან გასაკვირი აღარაფერია მას შემდეგ, რაც სხდომათა დარბაზში ქიმიური ნივთიერება დაასხეს და პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები მოიწამლნენ